Sunday, May 27, 2012

რა არის სიზმარი?



ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. ალბათ ყველას აინტერესებს რა არის სიზმარი - უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი??? თუ ის რაც გვინდა რომ რეალობაში მოხდეს... ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდია როდესაც ხედავ სიზმარს სადაც მთლიანად შეცვლილია შენი ცხოვრება, ისეთია ალბათ როგორზეც ოცნებობ და უცებ გამოფხიზლდები და მიხვდები რომ ეს ყვლაფერი მხოლოდ ილუზიაა... სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით… მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება.
 საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით,
 სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, 
ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა
გამჭვირვალე სიზმარი- გონების შეცვლილი მდგომარეობა,რომლის დროსაც,ადამიანი აცნობიერებს რომ სიზმარს ხედავს და შეუძლია მისი კონტროლირება. ეს სიზმრები,დამტკიცებულია,კერძოდ იაპონელი მეცნიერების ცდების შედეგად.გამჭვირვალე სიზმრები შეიძლება დაიწყოს ორნაირად: ან ჩვეულებრივი ძილის დროს,როდესაც მძინარე დროის განმავლობაში ხვდება,რომ სძინავს,ან პირდაპირ ფხიზლიანობის დროს,დროებითი გონების დაკარგვის გარეშე.

ამ სიზმრების ერთი მახასიათებელი არის,რომ რომელიმე გარკვეული სიტუაციის გადატანა შეიძლება,რომელიც უბრალო ცხოვრებაში შეუძლებელია,გამოსავლის მოძებნა.საკუთარი რეაქციების შეფასებისას,გამოიყენო ეს შეფასება ჩვეულებრივ ცხოვრებაში. სიზმრის კონტროლირება რომ შეგეძლოს,საჭიროა პრაქტიკა: კონტროლი რომ შეგეძლოს,არის რამოდენიმე ხერხი ვარჯიშისა,როდესაც პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებ ქვეცნობიერზე…ან ყურადღების ვარჯიში,რომ თვითონ ჩაძინების მომენტი არ გამოგეპაროს...

კარლ გუსტავ იუნგი ,,ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები" - სიზმრები

ფსიქიკური და ფიზიკური - უცნაურად თანხვდება ერთმანეთს ჩვენ ისინი ორ სხვადასხვა რამედ გვესახება, ვინაიდან ჩვენი სული (გონი) უძლურია, ისინი მოი-
აზროს როგორც ერთი და იგივე რამ. ამ ორთა ასეთი შესაძლო იგივეობის  გამო მოსალოდნელია, რომ ზოგი სიზმარი უფრო ფიზიოლოგიურ მხარეზე მიუთითებდეს, ვიდრე ფსიქოლოგიურზე. ისევე როგორც დანარჩენები შეიძლება უფრო ფსიქოლოგიური მხარისაკენ იხრებოდნენ, ვიდრე ფიზოლოგიურისაკენ. ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ექიმები სიზმრებს დიაგნოსტიკური მიზნებით იყენებდნენ. მახსოვს კუნთების პროგრესული ატროფიის შემთხვევა ახალგაზრდა ქალთან. დიაგნოზის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მე მას სიზმრები გამოვკითხე; ორი ძალზე ფერადი სიზმარი ჰქნოდა ნანახი. ერთმა კოლეგამ, რომელსაც მცირე რამ ფსიქოლოგიაში გაეგებოდა, აზრი გამოთქვა, ისტერია ხომ არ სჭირსო. მართლაც, სიმპტომები
ისტერიული ხასიათისა ჩანდა და ჯერ კიდევ საკითხავი იყო, ნამდვილად სჭირდა თუ არა კუნთების პროგრესული ატროფია. მაგრამ  სიზმრის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქმე ორგანულ დარღვევასთან უნდა გვქონოდა, და საბოლოოდ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა. ორგანული დარღვევა ყოფილა, და სიზმრებიც აშკარად მიუთითებდნენ ორგანულ მდგომარეობაზე. ფსიქიკასა და ცოცხალ სხეულს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ჩემი წარმოდგენის მიხედვით ეს ასეც უნდა ყოფილიყო; ასე რომ, ძალიან გამიკვირდებოდა.აქ მართლაცდა განსაკუთრებულ გამოცდილებასთან გვაქვს საქმე, რომლის გადმოცემაც ძნელია. ორი სიტყვით ხომ ვერ აგიხსნით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ვმსჯელობ ასეთ სიზმრებზე. ხსენებულ სიზმარში საქმე პატარა მასტოდონტს ეხებოდა. რომ ამეხსნა, რას ნიშნავს ეს მასტოდონტი ორგანული თვალსაზრისით, და რატომ უნდა ჩავთვალოთ ეს
სიზმარი ორგანულ სიმპტომად, ეს დიდ მღელვარებას გამოიწვევდა და საშინელ ობსკურანტიზმს დამწამებდით. ეს ნივთები მართლაცდა სიბნელითაა მოცული. უნდა მესაუბრა მშვინვიერ-სულიერ სამყაროს წამყვანი კანონზომიერების შესახებ, რომელიც ძირეული არქეტიპული ნიმუშებით აზროვნებს. ძირეული არქეტიპული
ნიმუშების შესახებ რომ ვილაპარაკო, ისინი გამიგებენ, ვინც იცის, საქმე რაშიცაა, მაგრამ ვისთვისაც ყოველივე ეს სრულიად უცხოა, იფიქრებს: ,,სულ მთლად შეშლილა ეს კაცი,  - დადგა და ლაპარაკობს მასტოდონტებზე და იმაზე, თუ რითი განსხვავდებიან ისინი გველებისა და ცხენებისაგან”.

კარლ გუსტავ იუნგი ,,ალქიმიის ფსიქიკური ბუნება"


კარლ გუსტავ იუნგი თავის ნაშრომში საუბრობს სიზმარზე. ხილვები ალქიმიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული და ალბათ ამ ფაქტით უნდა აიხსნას ის, რომ სიზმრები და სიზმრისეული ხილვები ხშირად მნიშვნელოვან ინტერმეცოდ და გამოცხადების წყაროდ სახელდება. ასე მაგალითად, ნაზარი ტრანსმუტაციის შესახებ მოძღვრებას სამი სიზმრის ფორმით მოსავს - ,,Poliphile"-ს აშკარა ანალოგიით. კლასიკურ ,,Visio Arisler"-საც მსგავსი სიზმრის ფორმა აქვს. ოსტანესიც სიზმარში გამოცხადების ფორმით გვაცნობს თავის მოძღვრებას. თუ ამ ტექსტებში (როგორც სენიორთან და კრატესთან)  სიზმარს და ხილვას ძირითადად ლიტერატურული ფორმა აქვს, ზოსიმესთნ სიზმრისეული ხილვა უფრო ავთენტიკური ხასიათისაა. ლიტერატურაში ხაზი ესმებოდა იმ ფაქტს, რომ სანუკვარი ,,Aqua permanens"-ის შეცნობა სიზმარში განოცხადებით მიიღწევა.

,,ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიის შესახებ" ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ,,ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიის შესახებ" საუბრობს სიზმრების ახსნაზეც. ჩემს ნაწერში განვმარტე თუ რა წვლილი შეაქვს კონდენსაციის სამუშაოს სიზმრის ლატენტური აზრებიდან  ე.წ. სიზმრის ცხადი შინაარსის შექმნაში. არაცნობიერი მასალის ორ ელემენტს შორის ნებისმიერი საგნობრივი ან სიტყვიერი მსგავსება საბაბია იმისათვის, რომ რაიმე მესამე, შერეული ან კომპრომისული წარმოდგენა შეიქმნას, რომელიც სიზმრის შინაარსში თავის ორივე კომპონენტს შეენაცვლება და რომელიც ამგვარი წარმომავლობიდან გამომდინარე, ასე ხშირად გამოირჩევა ცალკეული თვისებების წინააღმდეგობრიობით.
ამრიგად, მცდართქმის დროს ჩანაცვლებებისა და კონტამინაციების წარმოქმნა იმ კონდენსაციის სამუშაოს დასაწყისია, რომლის შედეგსაც ვპოულობთ სიზმრის აგების პროცესში.

,,სიზმრის ანალიზი" - ზიგმუნდ ფროიდი


ყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით "ითიშება". ძილის დროს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის, რა ხდება ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ თითოეული ადამიანი თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობს. ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. როცა ალექსანდრე მაკედონელი სალაშქროდ მიდიოდა, მის ამალაში ყოველთვის იყვნენ სიზმრების ამხსნელები. მთავარი, რაც ყველა სიზმარს აერთიანებს, ის არის, რომ ამ დროს ჩვენ გვძინავს. ეს არის სულიერი ცხოვრება, რომელიც რაღაცით ჰგავს სიფხიზლის მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება მისგან. ამგვარი განმარტება არისტოტელესგან მომდინარეობს. როცა ძილისა და სიზმრების შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ზიგმუნდ ფროიდს.
ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე.  მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".  ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს. თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება". ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ. ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება სრულიად? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს. ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.

Saturday, May 26, 2012

დიდხანს ძილი სახიფათოა

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ძილი სახიფათო ყოფილა ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით კი, ქალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უქადის.თუმცა არც უძილობა ვარგა… 

ქალებს, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ორჯერ მეტი ალბათობა აქვთ, დაემართოთ ინფარქტი, სტენოკარდია, ინსულტი და გულის იშემიური დაავადება.გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ძილის ნაკლებობას უშუალო კავშირი აქვს ანგინასთან, ყელისა და სასუნთქი გზების სხვა ანთებით დაავადებებთან. ასე რომ, ორგანიზმისთვის მავნებელია არა მარტო ქრონიკული უძილობა და ძილის ნაკლებობა, არამედ გადაჭარბებული ძილიც.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”. ასე რომ, არც სიზმრების გამო ღირს ძილისთვის დროის დაკარგვა…

მაგრამ იყვნენ ასეთებიც… XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.თუმცა ძილის იდეალურ ხანგრძლივობად მეცნიერებმა 7 საათი მიიჩნიეს.

ძილისთვის საუკეთესო პერიოდია: 23.00 – 7.00 სთ…

საინტერესო ფაქტები ძილის შესახებ


იცოდით, რომ ერთი საათით მეტ ძილს შეუძლია გულის შეტევის რისკის შემცირება 33 % ით? საკმარისი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა დაწყებული სისხლის მიმოქცევის სისტემიდან დიაბეტამდე. დიდი ხნის უძილობა ფსიქიკურ აშლილობას და პარანოიას იწვევს.

1.      ადამიანი სიზმარს ხედავს ძილის ნებისმიერ სტადიაზე.

აღიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი სიზმარს ძილის მხოლოდ ერთ-ერთ სტადიაზე ხედავს, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. სიზმარს ადამიანი სხვა სტადიებზეც ხედავს. განსხვავება მხოლოდ სიზმრის შინაარსშია. ძილის საწყის სტადიაზე ადამიანი სიზმრები მის ფიქრებს ასახავს, შემდეგ კი ჩვენ უფრო ფანჯტასტიური შინაარსის სიზმრებს ვხედავთ.

2.      ზოგ ადამიანს ბუებრივი მაღვიძარა აქვს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თითქმის ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ. ამ ბუნებრივი მაღვიძარას არსებობა განპირობებულია სხვადასხვა სტრესული იტუაციებით.

3.      თინეიჯერულ ასაკში ადამიანებს იმდენი ხანი უნდა ეძინოთ რამდენიც პატარა ბავშვებს.

მოზარდებს მინიმუმ 10 საათი ძილი ესაჭიროებათ, ასე რომ თუ ბავშვს ადგომა არ უნდა ე.ი. მას საკმარისად დიდ ხანს არ უძინია. ზრდასრულ ადამიანებისთვის კი უკვე 8 საათი ძილიც საკმარისია. 65 წელს გადაცილებულთათვის კი საშუალოდ 6. ამასთან, ქალებს ერთი საათით მეტი მაინც უნდა ეძინოთ ვიდრე მამაკაცებს.



         

ძილის სხვადასხვა პოზა

ძილის პოზამ შეიძლება ადამიანის ხასიათი და თვისება განსაზღვროს. გთავაზობთ ყველაზე ხშირ                პოზებს














a – ემბრიონული (41%)- თავიდან უხეში, მაგრამ თბილი და გულახდილი ადამიანი.
b-ძელი (15%)- სოციალურად გახსნილი, კომუნიკაბელური.
c- yearner ზონა (13%)- თითქოს გახსნილი, თუმცა საეჭვო.
d- ჯარისკაცი (8%)-თავშეკავებული, მშვიდი
e- თავისუფალი (7%)-მხიარული და დისკოტეკების მოყვარული
f- ზღვის ვარსკვლავა (5%)- თავმდაბალი და შესანიშნავი მსმენელი









სიზმარი გეშტალტ თერაპიასა და ფსიქოდრამაში

გეშტალტ თერაპიის ფუძემდებელი  ფრიც პერლზი  განიხილავდა სიზმარს როგორც პიროვნების ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებას. სიზმარი ამ მიმდინარეობის აზრით  პიროვნების შემოქმედების ნაყოფია. გეშტალტ თერაპიის ამ შინაარსებში სხვისი და უცხო არაფერია, ეს ნიშნავს იმას, როდესაც სიზმარში ადამიანი ხედავს სხვა ადამიანს  ან რაიმე ობიექტს რეალურად ეს არაა სხვა, არამედ საკუთარი წარმოდგენა, შეხედულება სხვაზე. სიზმარი ეს არის საკუთარი ფსიქიკური აქტივობის ნაყოფი, ამიტომ გეშტალტთერაპევტი ამბობს, რომ ,,განასახიერე შენი სიზმარი და გაიგებ როგორი ხარ შენ".

სიზმრის სხვადასხვა ტიპი

1. კომპენსატორული


ეს ის სიზმრებია, რომელშიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას რასაც  რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახორციელებთ და მასზე ვოცნებობთ.  მაგ: ვამარცხებთ ჩვენს კონკურენტებს, ვხდებით მსოფლიო ბრძანებლები, ვცხოვრობთ ფეშენებელურ ვილებში, გვაქვს მილიონი დოლარი თვეში შემოსავალი. ასეთი ტიპის სიზმრის ფუნქციაა დააბალანსოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, მისცეს გასაქანი დაუკმაყოფილებელ სურვილებს, აზრებს თუ ემოციებს. ასეთი ხერხით ნერვული სისტემა ინარჩუნებს წონასწორობის მდგომარეობას. ასევე ხდება ხშრად ამ ტიპის სიზმარში, მსგავსი შინაარსის გამოვლინება, როდესაც ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს ამ დროს ვნახულობთ დამარცხებას, შიშის ემოცია გვიჩნდება. გარდა ამისა ხშირ შემთხვევაში ეს ერთგვარი გამოვლინებაა არაცნობიერის მიერ შიშის და მოლოდინის რაიმე კარგის დასრულების.

2. შემოქმედებითი


როგორც წესი ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. მაგ: რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები. ამ ტიპის სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. ეს პროცესი ძილშიც გრძელდება იმის გამო, რომ არაცნობიერი მეტად რეალიზდება ძილში, სადაც ნაკლები ცენზორი ყავს ანუ  უფრო თავისუფალია ვიდრე ღვიძილის დროს. მაგალითად როგორ ცნობილია ჩარლზ დიკენსმა ნახა სიზმარშ თავისი ნაწარმოების მრავალი პერსონაჟი. სიზმარი ერთვარი მუზა იყო სალვადორ დალისთვის. ლეონარდო დავინჩმა  მრავალი გამოგონების იდეა სიზმრიდან წამოიღო.


3. განმეორებადი


იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად მეორდება, წლობითაც კი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ  შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა დაუმთავრებელია. გადაუჭრელი სიტუაცია, რომელიც გვაწუხებს, შფოთვას იწვევს, საჭიროა რომ გაცნობიერდეს, რაც სიზმარში სიმბოლოების სახით თუ პირდაპირი გზით გვეძლევა, რომ შემდეგ რეალობაში გადაიჭრას ეს პრობლემა. განმეორებადი სიზმარი პრობლემის გადაჭრის  შედეგად ქრება.

4. სიტუაციური


ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. როგორც წესი ისინი გარემო ზემოქმედების შედეგად გვესიზმრება. მაგ: ეს შეიძლება იყოს საათის წიკწიკი, ხმაური, კარის გაღების ხმა. ამ სიზმრებს არ გააჩნიათ აზრობრივი დატვირთვა  თუ ისინი არ განეკუთნებიან განმეორებადი სიზმრების კატეგორიას.

5. სიზმარი გაგრძელებით ანუ ,,სერიალი"


იმ შმთხვევაში როდესაც გვესიზმრება სიზმრები, რომელთაც აქვთ გაგრძელებები მომდევნო სიზმრის ნახვისას, ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, ერთი დიდი ,,ფილმი". რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ მოხდეს ამ ნაწილების კომპლექსური ანალიზი,რომ ნათლად დავინახოთ რაზეა შენი ,,ფილმი", რა კონკრეტულ პრობლემას უკავშრდება ეს სიზმარი და რა არის მისი არსი. ზოგადად სიზმრები გაგრძელებით  თავისი ფორმით დაკავშირებულია  განმეორებად სიზმრებთან.

6. ფიზიოლოგიური


ამ სიზმრების შინაარსი განპირობებულია გარემო პირობებით, რაც იმ მომენტისთვის ძილში ყოფნის დროს ჩვენზე მოქმედებს. მაგ:  სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს. შგრძნება იმისა, რომ მაღლიდან ვარდებით  სინამდვილეში საწოლიდან ჩამოვარდნაა. ასევე ეროტიული სიზმრები,როდესაც სექსუალური ქცევა შეკავებულია, ამ დროს სიზმარში ხდება სექსუალური აქტის ცხადად შეგრძნება და მის შედეგად პოლუცია.

7. გამაფრთხილებელი


ეს სიზმრები როგორც წესი დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის შეხსენებასაც ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით.  მაგ: იცი, რომ გაზქურა დიდი ხანია უშვებს გაზს, მაგრამ გავიწყდება არ აქცევ ყურადღებას, ამ დროს სიზმარში ხდება, რომ გაზით იწამლები. ნახულობ სიზმარში, რომ მანქანის მუხრუჭი გიფუჭდება. სინამდვილეში შენმა არაცნობიერმა იცოდა, რომ გაზქურა გაზს უშვებს, ხოლო მანქანის მუხრუჭი გამოსაცვლელი იყო, მაგრამ ყოველდღიური საქმეები არ გაძლევდნენ ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას, ამიტომაც ხდებოდა ისე, რომ დევნიდი ამ სიტუაციას არაცნობიერში, ივიწყებდი.

სიზმარი: გონების თეატრი

          ,,არაცნობიერისაკენ მიმავალი სამეფო გზა".

                                             (ზიგმუნდ ფროიდი)


  ჩვენი ცხოვრების ყოველი ჩვეულებრივი ღამის განმავლობაში სიზმრების რთულ სამყაროშ ვხვდებით. იმის გამო, რომ სიზმარი ასეთ მნიშვნელოვან როლს იკავებს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, ყველა კულტურა მივიდა ერთ კითხვამდე: აქვს თუ არა ამ სიზმრებს რაიმე მნიშვნელობა? ფროიდის მიხედვით, სიზმრის შინაარსი ძლიერი, არაცნობიერი, განდევნილი სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა.

  ფსიქოდრამის ავტორი იაკობ მორენო სიზმარს განიხილავს როგორც პიროვნების სპონტანურობის გამოვლენას. ფსიქოდრამა ეს არის მეთოდი თამაშის პრინციპზე აგებული სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების აქტუალური სიტუაციის გათამაშებას და შემდგომ ამ სიტუაციის განხილვას, გათამაშება ხდება რეალურ დროში.

  რა არის ფსიქოდრამა? ფსიქოდრამა გაძლევთ საშუალებას ხელახლა დაიბადოთ ფსიქოლოგიურ დონეზე და უფრო შემოქმედებითად მიუდგეთ ცხოვრებას.
ეს არის ჯგუფური სეხვედრა დაფუძნებული თამაშის პრინციპზე, სადაც თამაშდება მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებიდან. მეთოდის ავტორი გახლავთ ავსტრიელი ფსიქიატრი იაკობ მორენო.

                                                    მთავარი არსი ამ მეთდის:



  • უკეთ შეიცნო საკუთარი თავი
  • გააქტიურო შინაგანი რესურსები
  • თავისუფლად გამოხატო საკუთარი განცდები
  • განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან
  • გაიუმჯობესო ურთიერთობები გარშემომყოფებთან
  • ეფექტური გამოსავალის პოვნა პიროვნებისთის აქტუალური სიტუაციიდან
  • სამყაროში საკუთარი პერსონის ინტეგრირება  და ასე ვთქვათ  "სრულფასოვნების" მიღწევა

Friday, May 25, 2012

სიზმრის ფენომენი

სიზმარი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც ადამიანის არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის ტრანსცედენტულ გამოვლინებებთან არის დაკავშირებული.
სამშვინველი ეს არის სულისა და სხეულის დამაკავშირებელი, შუალედური შრე, სუბსტანცია, რომელიც ასე ვთქვათ "სულის ინფორმაციას" გადასცემს ფიზიკურ სხეულს და პირიქით - სამშვინველის საშუალებით ფიზიკური სხეულის ცვლილებები აირეკლება სულში. ეს ფიზიკურად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ორი რგოლი, რომელიც ერთმანეთს მესამე რგოლით უკავშირდება, ანუ გარკვეულწილად ჯაჭვური პრინციპთან და რეაქციებთან გვაქვს საქმე.

ეზოთერიკული მოძღვრებების მიხედვით ადამიანს სამი "სხეული" გააჩნია – მენტალური, ასტრალური და ფიზიკური.
* ე. წ. "მენტალური სხეული" ადამიანის აზროვნების პროცესს "განკარგავს" და სხეულში მისი ანატომიური ცენტრი ტვინია.
* "ასტრალური სხეული" განკარგავს ადამიანის ემოციებს და გრძნობებს, სხეულში მისი ანატომიური ცენტრი გულია.
* რაც შეეხება ფიზიკურ სხეულს, იგი ადამიანის ფიზიკურ მოქმედებაზეა "პასუხისმგებელი" და მისი ანატომიური ცენტრი არის კუჭი.
იქიდან გამომდინარე რომ სიზმარი ადამიანის შეგრძნებებთან, ემოციურ სამყაროსთან, შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებულია, ამასთან სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა, ამიტომ, სიზმარში სწორედ ე. წ. "ასტრალურ სხეული" მოქმედებს.
იმის თქმა, რომ სიზმარი ცალსახად არაფრის მომტანია და მას არ უნდა დავუჯეროთ, რასაკვირველია შეცდომაა. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ არა ერთი მუსიკალური თუ ლიტერატურული შედევრი, მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმრის მეშვეობით გაცხადდა, სწორედ სიზმარში იხილა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ის, მიიღო იმ კითხვაზე პასუხი, რასაც მრავალი წელი ეძებდა. თუმცა არც ყველა სიზმრის დაჯერებაა სასურველი, რადგან ეს ადამიანის ცხოვრებას მშფოთვარეს გახდის და ადამიანში ცრურწმენებს გააძლიერებს.

ფსიქოლოგიაში სიზმრის ფენომენს იკვლევდნენ ისეთი დიდი ფსიქოლოგები როგორებიც იყვნენ ზიგმუნდ ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი.
ფროიდის სიტყვებით, სიზმრების ახსნა არის Via Regina, ანუ ქვეცნობიერის შეცნობის "სამეფო გზა". მანვე შექმნა სიზმრების ახსნის მეთოდოლოგია. ასევე უზარმაზარ შრომა გასწია იუნგმა სიზმრების ფენომენის ასახსნელად და არა ერთი წიგნი დაწერა ამის შესახებ, შეიძლება გამოვყოთ "სიზმრების განმარტებები" და "სიზმრის ანალიზის პრაქტიკული გამოყენება".
სხვათა შორის თვითონ იუნგი საკუთარ გამოკვლევებში და კონსულტაციებში ასტროლოგიურ მეთოდებს ფართოდ იყენებდა. ასტროლოგიის მეთოდების გამოყენების აუცილებლობასთან იგი მიიყვანა სხვა და სხვა ხალხის ფსიქიკური აღქმის სინქრონულობისა და რეალობის ობიექტური პროცესების შესწავლამ, იმდენად რამდენადაც, ამ ფენომენს ასტროლოგია კოსმიური ბიორიტმების გათვალისწინებით ყველაზე უკეთესად ხსნიდა.

არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს. სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო ასე ვთქვათ "აითვისოს" და მისთვის უფრო გასაგები გახადოს. ამ დროს ადამიანმა შესაძლოა, გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).

რელიგია:
ძველი აღთქმა
სხვათა შორის სიზმარი ხშირად გხვდება ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, მაგალითად, ძველ აღთქმაში:
* აბრამს ძილში ამცნობს ღმერთი, რომ მისი შთამომავლობა მდგმურად იქნება სხვა ქვეყანაში და სხვათა მიერ დამორჩილებული იქნება ოთხასი წლის განმავლობაში (დაბადება. 15:12-16).
* იაკობი სიზმარში ხედავს, რომ "მიწაზე მდგარ კიბეს, სადაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ხოლო კიბეზე მდგარი უფალი ესაუბრება იაკობს" (დაბადება. 28:12).
* ძველ აღთქმაში აღწერილია იოსების რამოდენიმე სიზმარი, რომელიც სიზმარი ჯერ საკუთარ სახლში ესიზმრება და საკუთარ სიზმარს თავის ძმებს უყვება, როდესაც მას მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მას თაყვანს სცემდნენ (დაბადება. 37:9).
* გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ჩანს, რომ იოსებმა იცის სიზმრის ახსნაც - იგი ჯერ საპყრობილეში, ფარაონის მეღვინესა და მეპურეს უხსნის სიზმარს, შემდეგ კი თვითონ ფარაონს.
* ბიბლიის თანახმად სიზმრებს ხედავენ ეზეკიელი, სოლომონი, გედეონი, დანიელი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცოდა სიზმრების ახსნა.

ახალი აღთქმა
თუ ძველ აღთქმაში საკმაოდ ხშირად გხვდება, რომ ესა თუ ის წინასწარმეტყველი სიზმარს ხედავს, ახალ აღთქმაში სულ ცხრა სიზმარს ვხვდებით, აქედან ხუთი მათგანი გვხვდება მათეს სახარებაში, ხოლო ოთხი კი მოციქულთა საქმეებში.
* მაგალითად, იოსები, ქმარი მარიამისა, სიზმარში რამოდენიმეჯერ ხედავს უფლის ანგელოზის გამოცხადებას, რომელიც ჯერ ამცნობს, რომ მან ცოლად უნდა მოიყვანოს მარიამი, შემდეგ კი ანგელოზი ამცნობს, რომ იგი ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში უნდა გაიქცეს.
* მოგვები, რომლებიც ბეთლემში იესოს ინახულობენ და თაყვანს სცემენ, სიზმარში მოსდით გაფრთხილება, რომ ჰეროდესთან აღარ უნდა დაბრუნდნენ.
* და კიდევ ერთი საინტერესო სიზმარი, რომელიც ახალ აღთქმაში გხვდება, ეს არის პილატე პონტოელის ცოლის სიზმარი. ამ ქალს აპოკრიფების მიხედვით კლავდია ერქვა. მათე სახარების 27-ე თავის მე-19 პარაგრაფში პირდაპირ ვკითხულობთ: "და როცა სამსჯავრო სავარძელში იჯდა (აქ საუბარი პილატე პონტოელზეა). ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო".
* სიზმრებს ვხვდებით სხვა რელიგიებში, მაგალითად ბუდას დედა, რომელსაც სახელი მაია ერქვა, სიზმარში ხედავს თეთრ სპილოს, რომელიც მას ამცნობს მომავალი ბუდას დაბადებას.
* არის ცნობილი ჩინელი დაოისტი ფილოსოფოსის ჩჟუან-ძის ერთი საოცარი სიზმარი. ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდ ხანს ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის - ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ ის იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.
* ისლამში ცნობილი ფრაზა: "არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი - მოციქული მისი", მუჰამედს სიზმარში მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა ასწავლა.

ისტორია
* ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას გვამცნობენ, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის დედამაც, ოლიმპიადამ (ეს სახელი ერქვა სწორედ ალექსანდრეს დედას) და მამამაც ფილიპემ ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი უფლისწულის დაბადებად ახსნეს და ეს მართლაც ასე მოხდა.
* ცნობილია აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიზმარი, რომელიც მას პირად დღიურში ჩაწერილიც კი ჰქონდა. მან ეს სიზმარი ნახა სიკვდილამდე ათი დღით წინ. სიზმარი კი ასეთი იყო, მას ესიზმრა, რომ თეთრ სახლში ისმოდა ტირილი და მან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში დაინახა ხალხის ჯგუფი, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ, ხოლო კუბოზე კი ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა:
- ვის კრძალავენ?
- ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს, - უპასუხა კაცმა.
დილით ლინკოლნმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა, ათი დღის შემდეგ მას თეატრში ესროლეს და მოკლეს.

მეცნიერება
* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თესიზებიც სიზმარში ნახა.
* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.
* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან სიზმარში ნახა - ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.
* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.
* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა ჰქონდათ.
* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.
* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.

მუსიკა და ლიტერატურა
* როდესაც რიჰარდ ვაგნერის "ტრისტან და იზოლდა" პირველად შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე, ვაგნერს უთხრეს, რომ "ადამიანმა ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოს". ვაგნერმა უპასუხა: "დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერე, რადგან ჩემი საცოდავი გონება ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდა".
* იტალიელ კომპოზიტორსა და მევიოლინეს ჯუზეპე ტარტინის აქვს ნაწარმოები "ეშმაკის რაკრაკი". თვითონ ტარტინის აღიარებით, მან ამ ნაწარმოებს სიზმარში მოუსმინა.
* ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერმა თავისი "ღვთაებრივი კომედიის" იდეა 1300 წელს "დიდ პარასკევს" სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი და დანტეს შვილმა, იაკოპომ ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ეს უკანასკნელი დაწერილი თავი ინახებოდა.
* კიდევ ერთი საინტერესო სიზმრის შესახებ - ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯმა სიზმარში იხილა მთლიანი პოემა "ყუბულაი ხანი", გაღვიძებისთანავე კოლრიჯი შეუდგა წერას, მან დაწერა დაახლოებით 50 სტრიქონი და ამ დროს მას კარზე მიუკაკუნა მეზობელმა, რომელსაც უმნიშვნელო საქმე ჰქონდა, კორლიჯმა გაისტუმრა მეზობელი და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა და აღმოჩნდა, რომ მას დავიწყებოდა სიზმარში ნანახი პოემა. მიუხედავად ამისა, პოემა, დაუსრულებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის "ოქროს ფონდში შესულია.
* ყველასათვის ცნობილი "ფრანკეშტეინის" სიუჟეტი მერი შელიმ ასევე სიზმარში ნახა.

Tuesday, May 22, 2012

გააზრებული სიზმარი (lucid dream)

გააზრებული სიზმარი არის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს. გაცნობიერებული სიზმრების დროს თავის ტვინში ბეტა 1 ტალღების აქტივობაა გამოხატული (13–19 Hz) . აგრეთვე ცნობილია, რომ გაცნობიერებულ სიზმრებში მონაწილეობას იღებს თავის ტვინის პარიეტალური (თხემის) წილები. განობიერებული სიზმრები ასევე კავშირშია ცრუ გამოღვიძებასთანაც.

გაცნობიერებული სიზმრები შეიძლება ორი გზით დაიწყოს: 1) როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია 2 ) ღვიძილის მდგომარეობიდან, პირდაპირ გაცნობიერებულ სიზმარში გადასვლა.

ნეირომეცნიერი ალენ ჰობსონი მიიჩნევდა, რომ გააზრებული სიზმრის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნათელ გონებაზე ყოფნას, პირველ ნაბიჯად გონება ახდენს იმის გააზრებას, რომ სიზმარშია. ეს პროცესი ხდება დორსოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქში (თავის ტვინი), ჩვეულებრივ ეს ნაწილი დეაქტივირებულია ძილის, კონკრეტულად კი რემ (REM) ძილის ფაზაში. ამ დროს ადამიანი სიზმარს „ ნებას აძლევს“ გაგრძელდეს, თუმცა იაზრებს, რომ სიზმარია. სიზმარი ნაწილობრივ ჰალუცინაციის სახეს იღებს. ამ პროცესებში მონაწილეობენ ამიგდალა, პარაჰიპოკამპული კორტექსი(ქერქი), ხიდი, პარიეტო ოქციპიტალური კავშირი.

გაცნობიერებული სიზმრების თერაპია შეიძლება იქნეს გამოყენებული კოშმარებისგან თავის დასაღწევად. ადამიანი თუ გააცნობიერებს, რომ სიზმარშია, მაშინ ნაკლებ შეწუხებული იქნება კომშმარებისგან.

ფსიქოთერაპევტების ნაწილის აზრით, პაციენტებმა რომელთაც შეძლეს გააზრებული სიზმრების ნახვის შესწავლა, მათ დიდი გაუმჯობესება ჰქონდათ რეალურ ცხოვრებაშიც (ნაკლები დეპრესია, თვითშეფასების მომატება და ა.შ. )~

მიიჩნევა, რომ გააზრებული სიზმრის დროს ადამიანს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ განსაზღვროს დრო, ხოლო გაღვიძების შემდგომ შეძლოს სიზმრის შინაარსის ჩაწერა.

სიზმარი II

სიზმარი – ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება. ობიექტური სინამდვილიდან მოწყვეტა და ფანტაზიის შეუზღუდავი გამოვლენა… შეიძლება ადამიანს დაესიზმროს ის, რაც უნდა რომ მოხდეს. ზოგჯერ ადამიანს წინასწრმეტყველური სიზმრებიც ესიზმრება, რომელიც ხანდახან შემზარავ რეალობად,ხან კი სიხარულის და საიდუმლოებით მოცული ამბავის გასაღებად იქცევა…

აი, რა გადახდა თავს ამერიკული გაზეთის “ბოსტონის გლობუსი”–ის ჟურნალისტს ედვარდ სემსონს. 1883 წლის 29 აგვისტოს ღამეს, ის რედაქციაში მორიგეობდა. დაღლილ–დაქანცულს დივანზე ჩაეძინა და საშინელი სიზმარი ნახა. როცა გამოეღვიძა, ოფლში ცურავდა, თავბრუ ესხმოდა და მუხლი ეკვეთებოდა. რატომღაც მაგიდას მიუახლოვდა და სიზმრის დეტალების ფურცელზე გადატანა დაიწყო: “ეს იყო პატარა, კლდოვანი კუნძული პრალაპე, იავასთან ახლოს. უცებ კუნძულზე მთებმა გახლეჩა დაიწყეს და მათგან ცეცხლის ლავა გადმოიფრქვა, რომლის სიდიდემ ღრუბლები გადაფარა. ათასობით ადამიანი კუნძულის შუაგულიდან გადასარჩენად ნაპირისკენ გარბოდა, მაგრამ მათ შესახვედრად ოკეანის უზარმაზარი ტალღები გამოემართნენ. გიგანტური ტალღები კუნძულის შუაგულს აღწევდა და ადამიანებთან ერთად ნაგებობებიც შთანთქა”… როცა სიმზრის აღწერა დაასრულა, ედვარდმა ფურცლის კიდეზე მიაწერა – 29 აგვისტოს ღამე. 1883 წელი… ფურცელი იქვე მიატოვა და სახლში წავიდა. დილით სამსახურში მოსულმა რედაქტორმა ეს ცნობა ღამით მიღებული სენსაციური ამბის მოკლე შინაარსად ჩათვალა და გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა. მალე ცნობა კუნძულ პრალაპეზე მომხდარი გიგანტური კატასტროფის შესახებ, სხვა გაზეთებსა და ჟურნალებშიც გაჩნდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ედვარდ სემსონი, რომელმაც საკუთარი სიზმარი გაზეთების პირველ ფურცლებზე იხილა. ასეთი შეცდომა, თუნდაც უნებლიე, რასაკვირველია არავის ეპატიებოდა და ისიც სასწრაფოდ დაითხოვეს სამსახურიდან. ამ უსიამოვნო შემთხვევას ისიც დაემატა, რომ ვერცერთ ცნობარსა თუ რუკაზე ვერ მოინახა კუნძული (პრალაპე) ასეთი სახელწოდებით.
სულ მალე მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდება ხმები მომხდარი კატასტროფის შესახებ, რომელიც ვულკან კრავატაუს ამოქმედებამ გამოიწვია.ვულკანი კუნძულ იავას მახლობლად მდებარეობდა. აღწერილი სიზმრის დეტალები მართლაც გასაოცრად ემთხვეოდა მომხდარს. ერთადერთ განსხვავებად კუნძულის სახელწოდება რჩებოდა… ედვარდ სემსონის წინასწარმეტყველურმა სიზმარმა ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. ამ ფაქტის წყალობით ის პოპულარული ადამიანი გახდა და რასაკვირველია, რედაქტორმაც სამსახურში დიდი სიხარულით მიიღო… მრავალი წლის შემდეგ, ღრმად მოხუცებულმა ედვარდ სემსონმა, ჰოლანდიელი ისტორიკოსებისგან ფოსტით ამანათი მიიღო, მასში მოთავსებული იყო უძველესი რუკა, სადაც ვულკანი კრაკატაუ უცნაური სახელწოდებით – “პრალაპე” იყო აღნიშნული… აღმოჩნდა, რომ ამ კუნძულს სახელწოდება სამი ასეული წლის წინ გადაერქვა…

* * *
ამ ისტორიას თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ჟურნალ–გაზეთები გამოეხმაურა… პოლონელი ჯარისკაცი სტანისლავ ომენსკი უგზო–უკვლოდ მაშინ დაიკარგა, როცა პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ომის დროს ეს ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა, მაგრამ სტანისლავის საცოლე მერნა, მომხდარს ვერაფრით შეეგუა. გოგონას იმედი მაშინ გაუჩნდა, როცა 1918 წლის შემოდგომაზე სიზმარში საქმრო ნახა, რომელიც ხელის ცეცებით ბნელი დერეფნიდან გამოსვლას ლამობდა. დერეფნის ბოლო ქვებით იყო ჩახერგილი, სტანისლავი გზის გასუფთავებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა… სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სიზმარი “გაგრძელდა”, მერნამ გორაკიან ადგილზე ციხე–სიმაგრე ნახა, რომლის ერთ–ერთი გუმბათი ჩამონგრეული იყო და მიწაზე უზარმაზარი თხრილი წარმოექმნა. სწორედ აქედან ესმოდა მას სტანისლავის ხმა, რომელიც საშველად უხმობდა… შეყვარებულმა გოგონამ მშობლიური სოფელი დატოვა და ციხე–სიმაგრის საძებნელად გაეშურა. დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი პირდაპირ ბალახზე ეძინა და დაღლილ–დაქანცული ისევ გზას განაგრძობდა. ჯიბეში გროშიც არ ედო. ლუკმა–პურს მხოლოდ გზაში შემხვედრი კეთილი ადამიანების დახმარების წყალობით ჭამდა და ისევ წინ მიიწევდა. 1920 წლის 25 აპრილს მერნამ პოლონეთის სამხრეთში მდებარე სოფელ ზლატოს მიაღწია. “დიახ, აქ მდებარეობს ციხე–კოშკი, რომლის დანახვა სოფლის მეორე ბოლოდანაც შეიძლებოდა. ის გერმანელების არმიამ დაბომბა, მას შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. გზა გააგრძელე და აუცილებლად იპოვი. ციხე–სიმაგრეს ერთი გუმბათი აქვს ჩამონგრეული”. ნაგებობის დანახვისთანავე მერნას მოეჩვენა, რომ სიზმრის გაგრძელებას ხედავდა. ეს იყო ზუსტად ის ციხე–სიმაგრე და ის ადგილი, რომელიც მან ძილში რამდენჯერმე ნახა. ადგილობრივები მერნას მონაყოლს უსმენდნენ, მაგრამ შეშლილი ეგონათ და დასახმარებლად არავინ მიყვებოდა. თუმცა გოგონას სიჯიუტემ და სიმტკიცემ ადამიანებს გული მოულბო… მოხდა სასწაული. ორი დღის მუშაობის შემდეგ ყველამ გაიგონა ადამიანის ხმა. აღმოჩნდა, რომ ომის დროს ციხე–სიმაგრეში სანოვაგე ინახებოდა და სტანისლავი იქ მის წამოსაღებად გაგზავნეს. გერმანელებმა ციხე–სიმაგრე დაბომბეს და ომენსკი ჩამონგრეულმა გუმბათმა მოიყოლა… პოლონელმა ჯარისკაცმა მიწისქვეშ ორი წელი დაჰყო. საკვები და წყალი ორი წლის განმავლობაში ერთი ჯარისკაცისთვის სამყოფი აღმოჩნდა… დაუჯერებელი ისტორია ეჭვს ბადებდა და მის გახმაურებას ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების მხრიდან გამოძიება მოჰყვა. ჯარისკაცის მონაყოლი დადასტურდა.
ალბათ, სათქმელი არც არის, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ მერნა და სტანისლავი შეუღლდნენ. მათ ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო…
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საკუთარ ან ახლობლის სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური სიზმრები არც ისე იშვიათია. ასეთი ზმანებებისგან დაზღვეული არც ცნობილი ადამიანები იყვნენ…
…სემ კლემენსი (მომავალში მარკ ტვენი) ბავშვობაში ძმასთან ჰენრისთან ერთად ხომალდ “პენსილვანიაზე” მეზღვაურად მუშაობდა.ხომალდი ერთხელ სენ–ლუისში გაჩერდა, სადაც კლემესების უფროსი და ცხოვრობდა. ძმებმა ღამე დის სახლში გაატარეს. სემა უცნაური სიზმარი ნახა… თითქოს გაიღვიძა და სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც ორ სკამზე მოთავსებული მეტალის გრძელი კუბო იდგა. კუბოში მისი ძმა, ჰენრი ესვენა, რომელსაც გულზე თეთრი ვარდების თაიგული ედო. თაიგულს ერთი წითელი ვარდი ერია…
ამ სიზმრის ნახვიდან რამდენიმე კვირაში ჩხუბისთავი სემ კლემენსი ხომალდ “პენსილვანიადან” დაითხოვეს. იმავე დღეს ყმაწვილი სხვა გემის კაპიტანმა დაიქირავა. ხომალდის ეკიპჟს მალე საშინელი ამბავი შეატყობინეს –”პენსილვანიაზე” საქვაბეების აფეთქებამ 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა”. დაღუპულთა შორის ჰენრიც აღმოჩნდა. საზარელმა ამბავმა სემს რამდენიმე დღის განმავლობაში მეტყველების უნარი დააკარგვინა. გონს მოსული სემი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, სადაც მეტალის კუბოში მისი ძმის დამახინჯებული სხეული ესვენა, გულზე კი ზუსტად ისეთივე თაიგული ედო, როგორიც სემმა სიზმარში ნახა…
მსგავსი ზმანება ამერიკის პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნსაც ჰქონდა. მას ესიზმრა, თითქოს რამდენიმე ადამიანის ხმამაღალმა ტირილმა გამოაღვიძა, შემდეგ ოთახიდან გამოვიდა, ტირილის ხმებს გაჰყვა და თავი თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში ამოჰყო. დარბაზის შუაგულში მრავალი გვირგვინით “დამშვენებული” კუბო იდგა. ადამიანები კი რიგრიგობით მიდიოდნენ მდიდრულ კატაფლაკთან გამოსამშვიდობებლად. ლინკოლმა ვერ დაინახა ვინ იწვა კუბოში და საპატიო ყარაულის ერთ-ერთ წევრს კითხა:”ვის ასვენებენ?”"როგორ, არ იცით?ამერიკის პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს”…
რამდენიმე დღის შემდეგ ლინკოლნი მართლაც მოკლეს და მისი სხეული თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში დაასვენეს…

* * *
ცნობილია მრავალი ფაქტი, როცა ადამიანები პრობლემის გადასაჭრელ ხერხს სიზმარში პოულობდნენ. სწორედ სიზმრის მეშვეობით შეძლო მენდელეევმა პერიოდულობის კანონის და ტაბულის ახსნა:ასეთი ხერხით კარლ გაუსის მიერ “ნაპოვნი” იქნა ინდუქციის კანონი:ნილს ბორმა აღმოაჩინა ატომის მოდელი, რომელმაც შემდგომში ფიზიკაში გადატრიალება მოახდინა:ალბერტ აინშტაინმა გადაჭრა დროსა და სივრცეში ურთიერთკავშირი:მენდელმა აღმოაჩინა და ახსნა მემკვიდრეობის კანონი:ფლემენგმა გამოიგონა პენიცილინი…

* * *
სიზმრებს უძველესი დროიდან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამ დროს ხომ ადამიანის ტვინი ქვეცნობიერად მუშაობს, ზმანების ლოგიკურობა კი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ალბათ, უაზრობაა სიზმარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, მაგრამ ზოგჯერ სასწაულიც ხდება…

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ

XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა… სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის

ძილი, სიზმარი და ფსიქოლოგია

ძილის შესწავლას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, ფსიქოლოგები უსრულად თვლიან. ძილს, სიზმარს, რასაკვირველია, თავიანთი ფიზიოლოგია აქვთ, მაგრამ, როგორც სიცოცხლის პოლუსს, ორივეს თავის ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს. ისე როგორც სიფხიზლე ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობას წარმოადგენს, სწორედ ასევე ძილიც ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობაა. სიზმრის ფაქტი ამის აუცილებელ საბუთს იძლევა. ე.ი. არც ძილის შესწავლაა იქნებოდა სრული, თუ იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის გარეშე იწარმოებდა. ძილიც ფსიქოლოგიურ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. ამის უტყუარ საბუთს კი ძველი და ახალი არაფსიქოლოგიური თეორიების განხილვაც იძლევა.

ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით, ძილი ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, რა იწვევს ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტოქსიკური და ქიმიური თეორიები. ასევე, აღსანიშნავია ი.პავლოვის თეორიაც. ყველა ფიზიოლოგიური თეორიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ძილის დროს აგზნებადობის დაქვეითება, ანდა შეფერხების პროცესების გაძლიერება ხდება. ფიზიოლოგებს ხელიდან უსხლტებათ სიზმრის მომენტი, რაც ფსიქოლოგთათვის ყველაზე უფრო დიდი არგუმენტია.
ძილი გარე სინამდვილესთან კავშირს, მასთან აქტიური ურთიერთობის აღკვეთას წარმოადგენს. ფსიქოლოგიურად ეს სუბიექტის ტენდენციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებასა და მოსპობას ნიშნავს. სინამდვილე სრულიად ნეიტრალური და ინდიფერენტული ხდება სუბიექტისთვის. ამიტომ სუბიექტის შინაგან ძალთა, მის ფუნქციათა და გარე სინამდვილის ობიექტთა ერთიანობა ისპობა და შინაგანი თავის გარეგანს გარე სინამდვილეში არც ეძებს და არც პოულობს.

მაინც რა იწვევს ძილს? უდავოა, რომ დაღლილობა ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც გადამწყვეტი ჰიპნოგენური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, დაძინების მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არ არის. ამის დადასტურება ის არის, რომ ზარმაცებს უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე აქტიურებსა და ენერგიულებს. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ შეიძლება დაღლილობა უშუალოდ კი არ იწვევს ძილს, არამედ აღიზიანებდეს მის გამომწვევ ნამდვილ მიზეზს, იწვევდეს შეფერხების რეფლექსს და ამ გზით ძილს ედებოდეს საფუძვლად.
სამყაროში ძილის დროდ ღამე ითვლება. როცა ცხოველი იძინებს, იგი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. როცა მას ღამით სძინავს, იცის, რომ მისი მტერიც იგივე მდგომარეობაშია.

მაინც, რა ახასიათებს ღამეს? — სიბნელე და სიმშვიდე, რაც თავისთავად უკვეცავს ცოცხალ ორგანიზმებს კომუნიკაციის, მხედველობის და სმენის უნარს. ამრიგად, ღამე ასუსტებს კავშირს ცოცხალ ორგანიზმებსა და გარე სინამდვილეს შორის. ცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი ძალების ამარა რჩება, რომელიც გარე სინამდვილის მთავარ გამღიზიანებელთა აღკვეთის გამო უმოქმედო მდგომარეობაში ვარდება. ამის ბუნებრივი შედეგი ისაა, რომ ორგანიზმი იძინებს. თან ამას “დაღლილობაც და მოჭარბების მდგომარეობაც” ემატება. აქედან გასაგები ხდება, რომ ძილი ჩვევადაც იქცევა და უეჭველია, ამ გარემოებას ისეთივე მნიშვნელობა უნდა ქონდეს, როგორც ჰიპნოგენურ ფაქტორს.
ადამიანს ზოგჯერ უფრო მეტი სძინავს, ვიდრე ამას მისი ბუნება მოითხოვს. ამ მხრივ კი, იგი არ განსხვავდება სხვა მრავალი ადამიანური მოთხოვნილებისაგან. იგი მეტს ჭამს, ვიდრე ჭირდება, ანდა უფრო ხშირად ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეეფერება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არამარტო ბუნებრივი ფაქტორების გავლენას ემორჩილება, არამედ იგი ამავე დროს ცნობიერებითაა აღჭურვილი და ეს მას საშუალებას აძლევს ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენას დაუსხლტეს ხელიდან და თავისი ქცევა ამ ფაქტორების თავისუფალი შერჩევის ზეგავლენით განსაზღვროს. ნებითი ძილის დაკვირვება ამ მოსაზრებას ნათლად ამტკიცებს. მართლაც, როგორ ვიქცევით, როცა დაძინებას გადავწყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვეძინებოდეს? საგანგებო ხერხებს მივმართავთ (მაგ.: ბალიშს ან საბანს წავიფარებთ თავზე, თველებს ვხუჭავთ…), რათა რეალობა რაც შეიძლება ნაკლებადაქტუალური გახდეს ჩვენთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად “ვაწვდით” ძილის მექანიზმს და ვცილობთ, ეს ცოდნა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.

ამრიგად, ძილი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტის შინაგანი ფსიქიკური შესაძლებლობანი თავის საგანს გარე სინამდვილის ფარგლებში და გარე სინამდვილის სტიმულით ვეღარ პოულობენ. მისი რეალიზაცია, ამის მიხედვით, შინაგან შესაძლებლობათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის შესუსტებისა და აღკვეთის გამო ხდება. ჰიპნოგენურ ფაქტორად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ამას, ე.ი. ფსიქიკურ ფუნქციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებას ხელს უწყობს.
ძილის ბუნების სისრულით წვდომა შეუძლებელია, თუ სიზმრის სტრუქტურა, დინამიკა და ხასიათი მხედველობის გარეშე იქნება დატოვებული. ისე, როგორც თვით სიზმრის პრობლემის გადაჭრაც გაძნელდებოდა, თუ იგი ძილის საკითხის გარეშე იქნებოდა განხილული, მაგრამ, უძველეს დროში, ჯერ სიზმარმა მიიქცია დიდი ყურადღება და მხოლოდ შემდეგ ძილმა.

სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამათუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის.

საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანთ მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა “ცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური — ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდი, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ, მის ფენომენოლოგიურ შინაარსში და ლატენტური — ე.ი. ნამდვილ შინაარში — ის სურვილები და მისწრაფებები , რომლებიც არაცნობიერების წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: “მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვის ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა — ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.

ამრიგად, სიზმრის შინაარსის მეტამორფოზები ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალის, შეუზღუდველი გამოვლენის პროდუქტს წარმაოდგენს.
როგორც ზემოთ ვთქვით, სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება: სიზმარი ამ აზრით სურვილების ასრულებას წარმოადგენს, ოღონდ არა რეალური ფსიქიკური გზით, არამედ იმ გზებითა და საშუალებებით, რომელნიც სიზმრის ცნობიერებისთვის არიან დამახასიათებელნი. აქედან, სიზმრის ფინალისტური ხასიათი დროისთვის ყოველ ეჭვგარეშეა. ნათელი ეფინება სიზმრის ფუნქციის საკითხსაც. “ჩვეულებრივი აზრის წინააღმდეგ, თითქოს სიზმარი ხელს უშლის ძილს, უნდა განვაცხადოთ, რომ პირიქით, იგი ხელს უწყობს და იცავს მას” — ამბობს ფროიდი. სიზმარი მისი აზრით “ძილის მცველია”, მართლაც, რა უშლის ძილს ხელს უეჭველია, არამარტო გარედან მომდინარე გამღიზიანებლები, რომელთაც შეუძლიათ ფსიქიკას ძილის ნაცვლად სხვა ამოცანები დაუსახონ, არამედ უეჭველია, შინაგანი ფსიქიკური გამღიზიანებლებიც. მაგალითად, დაუკმაყოფილებელი სურვილები; თუ ბავშვს რაიმე სურვილი აქვს, ვთქვათ, რაიმე სათამაშო უნდა და ამ სურვილით იძინებს, სიზმარში იგი სწორედ ამ სათამაშოს ნახავს და ამით თავის სურვილს დაიკმაყოფილებს.

სიზმარს რომ მისთვის ასეთი სამსახური არ გაეწია, შესაძლებელია, დაუკმაყოფილებელი სურვილის ზემოქმედებით იგი იძულებული შექმნილიყო, გაღვიძებოდა. სიზმარი, მაშასადამე, “ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის”, სურვილების ანტიჰიპნოზურ ზემოქმედებას აქვეითებს. რამდენადაც ძილშივე მათი რეალიზაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ეხმარება, იცავს და დარაჯობს მას. მაგრამ, არის უეჭველი შემთხვევები, როდესაც სიზმარი ძილის გაგრძელებას როდი ემსახურება, არამედ ხელს უშლის და სწყვეტს კიდეც მას. საინტერესოა, რომ ფროიდის აზრით ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ, შიშის სიზმრებთან გვაქვს ხოლმე საქმე და მძინარეს სწორედ ეს სიზმრად ნახული შიში, მაშასადამე, სიზმარი აღვიძებს. ასეთი სიზმრების ანალიზი ფროიდის სიტყვით, ყოველთვის იმაში გვარწმუნებს, რომ ცნობიერებაში არაცნობიერი არიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლაც სიზმრის დინამიკამ ვერ მოახერხა და ამიტომაც, იგი თვითონვე ღებულობს ზომებს, რათა ეს არ მოხდეს და დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს. იგი ძლიერი შიშის სიზმარს ქმნის, რომელიც სუბიექტს აღვიძებს და ამრიგად, შესაძლებლობას უსპობს განდევნილ შინაარსს, ცნობიერებაში თავისი უცვლელი სახით შეიჭრას: “სიზმარი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი დარაჯის მსგავსად იქცევა, რომელიც ზომებს ღებულობს, რომ ზედმეტი ხმაურობა არავინ დაიწყოს და მოქალაქეებს ძილი არ დაუფრთხოს; მაგრამ, როდესაც მას ხმაურის მიზეზი მნიშვნელოვნად ეჩვენება და თვითონ საკუთარი ძალღონით ვერ უსწორდება მას, მაშინ, იგი თავის მოვალეობად თვლის თვითინვე გააღვიძოს მოქალაქენი.

მაგრამ, ეს ყველაფერი ნორმალური ადამაინებისა და ძილის შესახებ უნდა ითქვას. ხოლო რაც შეეხება არანორმალურ შემთხვევებს, აქ მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. აქ, ძილსა და სიზმარს შორის არსებული კავშირი წყდება და მათი მთლიანობა ირღვევა. ავადმყოფურის ან არანორმალურად ინტენსიურისა და არანორმალურად წარმართული განწყობების მქონე სუბიექტი ძილში ამ უკანასკნელთა შესატყვისი შინაარსის მქონე სიზმარს ხედავს და ეს გარემოება მიზეზი ხდება იმისა, რომ მისი ძილი ძილს აღარ ჰგავს. იგი ზერელეა და მოუსვენარი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, მისი ცნობიერება სიზმრისებურ მუშაობას ძილის გარეშეც იყენებს. თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვის ჰალუცინატორულსა და ილუზიონურ სამყაროს ქმნის, რის გამოც რეალური სინამდვილე მისთვის ინაქტიური ხდება, და მაშასადამე, ძილსა და ნამდვილ სიზმარს მისთვის ყოველი აზრი ეკერგება. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი ხელს კი არ უწყობს ძილს, არამედ მას ზედმეტად ხდის და ან სრულიად აღკვეთს მას, ან ზერელედ და მოუსვენრად აქცევს.

თუ სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულს, ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ ცხადია, რომ იგი ამ განწყობის მიმართულებით ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციი დაძაბულობას ერთგვარად უნდა ანელებდეს. Aმას უეჭველად აქვს მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ფუნქციონალური ტენდენციას ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის გამო, ჩვენს სუბიექტურ განწყობათა შესატყვისად მოქმედების იმპულსის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბოლოს იგი ჩვენზე მოქმედი რეალური სინამდვილის ძალას დაჩრდილავდა და სუბიექტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისად კი არა, თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვისად დაიწყებდა აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. კავშირი სუბიექტსა და ობიექტურ რეალობას შორის გაწყდებოდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას. ე. ი. მივიღებდით იმას, რაც ფსიქიკური მდგომარეობისათვისაა დამახასიათებელი. აქ წარმოდგენილი თეორიის მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ იგი არ უარყოფს ყველაფერს რაც დღემდე სიზმრის კვლევაში გაკეთებულა, არამედ, ისეთ პრინციპებს იძლევა, რომელიც ყველა ჭეშმარიტად მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს. ჩვენ არა მარტო ის ვიცით, თუ როგორია სიზმარი, არამედ ისიც რომ მისი არსება ისეთია, რომ არც შეიძლება იგი სხვანაირად იყოს.

სიზმარი

განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”
=ედგარ ალან პო=

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.

ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით…
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ეს “სიზმრის ახსნის” საშუალებით ხერხდება).
ფსიქოლოგები ძილსა და სიზმარს საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. საკმაო შრომები აქვთ ამ საკითხთან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგებს და არსებობს ათასნაირი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნოთ მის ძირითად აზრს და შინაარს, რომელიც მათი მასაზრების შეჯერების შედეგია.

Friday, May 18, 2012

ცურვით გამოწვეული სტრესის გავლენა ძღც-ზე

ფონში ძღც-ის დინამიკის დადგენის შემდეგ ვირთაგვას ვათავსებდით წყლიან ავზში, რომელშიც წყლის დონის სიმაღლის გამო, ცხოველი მთელი ექსპერიმენტული დროის (30წთ) განმავლობაში იძულებული იყო ეცურა, რათა არ ჩაძირულიყო. Aამის შემდეგ ცხოველი ამოგვყავდა ავზიდან და იწყებოდა ძილ-ღვიძილის ციკლის ეეგ რეგისტრაცია.
Gგარკვეული დროის განმავლობაში ცხოველი ცივი წყლიდან ამოყვანის შემდეგ ცახცახებდა, ილოკებოდა, შეინიშნებოდა კარგად გამოხატული ჰიპერაქტივაცია. შემდეგ შედარებით მშვიდდებოდა, წვებოდა, იღებდა ძილისათვის დამახასიათებელ პოზას და იძინებდა. ცურვით გამოწვეული სტრესი გავლენას ახდენს ვირთაგვის ძღც-ის სტრუქტურაზე (სურ. 13).. ცურვით გამოწვეული სტრესის შემდეგ ფონთან შედარებით იზრდება ძილის ორივე ფაზის დადგომის პერიოდები (სურ. 14), რასაც მოჰყვება ძღც-ში ღვიძილის ხანგრძლივობის გაზრდა და ძილის ხანგრძლივობის შემცირება (სურ. 15). როგორც სურათიდან ჩანს, ღვიძილი იზრდება 72%-ით, ხოლო ნტძ და პძ მცირდება 26%-ით და 2%-ით შესაბამისად. Aაღნიშნული ცვლილებები, კერძოდ კი, ძილის ხანგრძლივობის შემცირება გამოწვეულია როგორც ძილის ფაზების საშუალო ხანგრძლივობის, ისე მათი დადგომის სიხშირის შემცირებით (სურ. 16, ა, ბ). ამის შემდეგ შეისწავლებოდა დიაზეპამის გავლენა ცურვით გამოწვეულ ცვლილებებზე ძღც-ში. ამ მიზნით, ცხოველს წყლიდან ამოყვანისთანავე ინტრაპერიტონეალურად უკეთდებოდა დიაზეპამი და თავსდებოდა გალიაში ძილ-ღვიძილის ციკლის ეეგ რეგისტრაციისათვის.
Dდიაზეპამის ინექციიდან რამდენიმე წუთში ცხოველს (ისე, როგორც ცდების პირველ სერიაში) ერღვეოდა მოძრაობა, გორაობდა, გაშმაგებით ჭამდა საკვებს. Gგარკვეული დროის (15-20წთ) შემდეგ ვირთაგვა მშვიდდებოდა, წვებოდა გაშოტილი და იძინებდა.
დიაზეპამი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ძღც-ის სტრუქტურაში. იგი ამცირებს ძილის დადგომის ფარულ პერიოდს არა მარტო სტრესთან (სურ. 13, ბ), არამედ ფონთან შედარებითაც (სურ. 13,ა) და ზრდის ძილის ხანგრძლივობას. იგი იწვევს სტრესით გახანგრძლივებული ძილის ორივე ფაზის დადგომის ფარული პერიოდის შემცირებას (სურ. 17), რასაც მოჰყვება ძღც-ში ფაზათა შეფარდების მკვეთრი ცვლილება (სურ. 18). Eეს ფაქტი ვლინდება სტრესით გამოწვეული გახანგრძლივებული ღვიძილის შემცირებასა (43%-ით) და ძილის, კერძოდ კი _ ნტძ-ის მკვეთრ გაზრდაში (55%-ით).
Aამგვარად, ცურვით გამოწვეული სტრესი იწვევს ღვიძილის ხარგრძლივობის გაზრდას და ძილის ორივე ფაზის ხანგრძლივობის შემცირებას, ხოლო დიაზეპამი ამცირებს სტრესით გამოწვეულ გახანგრძლივებულ ღვიძილს და ზრდის ძილის ხანგრძლივობას.

ბენზოდიაზეპინები, სტრესი და ძილი

ტრანკვილიზატორები ანუ აქსიოლიზური ნივთიერებები წარმოადგენენ წამლების იმ ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება შიშისა და შფოთვის საწინააღმდეგოდ. მათი თერაპიული ეფექტი გამოიხატება ემოციური დაძაბულობის, შფოთვის, პანიკური შიშის, ქრონიკული ფობიების შემცირებაში. გარდა ამისა, ბენზოდიაზეპინები (ბდ) ხასიათდებიან ანტიკონვულსიური და მიორელაქსაციური თვისებებით და გამოიყენებიან როგორც საძილე საშუალება. ამიტომ ისინი ფართოდ გამოიყენებიან მედიცინის სხვადასხვა დარგში [File, 1990; Green, 1991].
ტრანკვილიზატორები ქიმიური თვისებების მიხედვით დაყოფილნი არიან 7 ძირითად ჯგუფად, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ ბენზოდიაზეპინებზე, კერძოდ კი მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმზე – დიაზეპამზე.
ბდ-ების შესწავლის ისტორია იწყება მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან. მაგრამ პირველი დიაზეპინური ნივთიერებები – ქლორდიაზეპოქსიდი (ლიმბიუმი) და დიაზეპამი (ვალიუმი) სინთეზირებული იყო 1961 წელს ჰოფმანისა და როჩის ლაბორატორიაში.
დღეისათვის სინთეზირებულია ამ კლასის პრეპარატების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი. ამათგან 20-ზე მეტი ფართოდ გამოიყენება კლინიკაში [Ongin, 1983; გამყრელიძე, 1989; File, 1990; Green, 1991,].
ანქსიოლიზურ საშუალებად 1961 წლამდე იყენებდნენ ბარბიტურატებს, მეპრობამატს და ნაერთებს. მაგრამ ისინი ხასიათდება ტოქსიკურობით და გვერდითი მოვლენებით – რესპირატორული და კარდიოვასკულარული მოტორული აქტივობის დათრგუნვით და იმუნური სისტემის დაქვეითებით.
ცნობილია, რომ ბდ-ები და ბარბიტურატები მიეკუთვნებიან სედატიურ ნივთიერებებს, მაგრამ ისინი თავიანთი კლინიკური ეფექტებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. კერძოდ, ბენზოდიაზეპინები წარმოადგენენ, ძირითადად, შფოთვის მომხსნელებს, ხოლო ბარბიტურატები კი ზოგად ანესთეზიურ ნივთიერებებს.
ბდ-ების ანქსიოლიზური მოქმედება ხორციელდება თავის ტვინში არსებული სპეციფიკური ბდ რეცეპტორების გზით, რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ქერქში [Andrew et al 1992; ნანეიშვილი, 2003], ისე ლიმბური სისტემის სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით ნუშისებრ ბირთვებში [Niehoff, Kuhar, 1983; Janke, Netter, 1983]. გარდა ამისა, თავის ტვინში უნდა არსებობდეს ენდოგენური ბდ-ები. ბდ-ების ანქსიოლიზურ ეფექტებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიატორულ სისტემას, კერძოდ კი გამა-ამინო-ერბომჟავას (გაემ). გაემ-ის ნეირონები გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით ბდ-ების მიმართ, რომლებიც იწვევენ აღნიშნული შემაკავებელი ტრანსმიტერის აქტიურ გამოყოფას. ამგვარად, ბდ-ები აძლიერებენ გაემ-ის შემაკავებელ გავლენას, რითაც ხორციელდება ბდ-ების ანქსიოლიზური ეფექტი [Janke, Netter, 1983; Andrews et al., 1992; Fernandez-Quasti, 1998]. გარდა ამისა, ბდ-ები მოქმედებენ ჰიპოკამპისა და ნაკერის ბირთვების სეროტონინერგულ ნეირონებზე. ამცირებენ სეროტონინის გამოყოფას და ამ გზით ახორციელებენ ანქსიოლიზურ გავლენას [Fernandez-Quasti, 1998; Trulson et al., 1992]. მიუხედავად იმისა, რომ ბდ-ები ფართოდ გამოიყენებიან ფსიქოფარმაკოლოგიურ კვლევებში, ისინი არ წარმოადგენენ სპეციფიკურ ანქსიოლიზურ საშუალებას. ბდ-ები უფრო ეფექტურნი არიან განსაზღვრული ტიპის კლინიკური შფოთვის შემთხვევებში – დეპრესიისა და შიზოფრენიის დროს. მეორეს მხრივ, არსებობს შეხედულება, რომ შფოთვის ფენომენი თან სდევს ყველა შინაგანი ორგანოს დაავადებასაც, რაც იწვევს დაავადების კლინიკური სურათის გამწვავებას. ამ შემთხვევაში სასურველია ანქსიოლიზური ნივთიერებების გამოყენება, რითაც იხსნება შფოთვის ფენომენი და უმჯობესდება სომატური დაავადების მეორადი კლინიკური სურათი [Janke, Netter 1983;Green, 1991; Chaouloff et al., 1997;].
ბდ-ების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა გვერდითი მოვლენები: ტოლერანტობა, მიდრეკილება წამლის მიმართ, მიჩვევა, ატაქსია და ამნეზია. ბდ-ების მიღების შეწყვეტა იწვევს უკუეფექტს. მაგრამ ყველა ეს გვერდითი მოვლენა უფრო სუსტად ვლინდება სხვა ტრანკვილიზატორების შემდეგ [Janke, Netter, 1983; File, 1990; Green, 1991].
ექსპერიმენტებით ვირთაგვებზე ნაჩვენები იყო, რომ ბდ-ბის ფონზე ადვილდება ხელზე მიჩვევა (ჰენდლინგი), თუმცა ზოგჯერ ბდ-ები იწვევს აგრესიას, აადვილებს თვითგაღიზიანებას, მათი საშუალებით ხდება აგრეთვე ემოციური რეაქციების გადაკეთება – აქტიური განრიდების თვითგაღიზიანების რეაქციად [Niehoff, Kuhar,
1983; Корели, 1989; File, 1996]. ვირთაგვებზე ასევე შესწავლილია ჰენდლინგის, როგორც სტრესის ერთ-ერთი ფაქტორის გავლენა თავის ტვინის ქერქში მყოფ ბდ რეცეპტორებზე. გამოირკვა, რომ სხვადასხვა გზით გამოწვეული სტრესი სხვადასხვა გავლენას ახდენს ბდ რეცეპტორების სისტემაზე. ნაჩვენები იქნა, რომ მწვავე ჰენდლინგის დროს ქერქში ბდ რეცეპტორების რიცხვი მცირდება, მაშინ როცა ქრონიკული სტრესი იწვევს ბდ რეცეპტორების რიცხვის გაზრდას და ამ გზით არაფარმაკოლოგიურად შესაძლებელია დიაზეპამის ანქსიოლიზური ეფექტის მიღება [Andrews et al., 1992]. რაც შეეხება ბდ-ების კავშირს ძილთან, მათ ხშირად იყენებენ კლინიკაში ძილის დარღვევისას, ისინი ამცირებენ გამღიზიანებლების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას, მაგრამ დიაზეპამის როლი ძილის განვითარებაში საბოლოოდ დადგენილი არ არის [Mendelson, 1984]. ზოგიერთი ავტორის აზრით, დიაზეპამის განსაზღვრული დოზა ხელს უნდა უწყობდეს ძილის დადგომას [Gondole et al. 1994;Carley, et al., 1998], ხოლო სხვა მონაცემებით, დიაზეპამი პირიქით აუარესებს ძილს [Landos et al., 1999]. გარდა ამისა, ბდ-ების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს უძილობას [File, 1990]. ონგინმა [Ongin, 1983] ექსპერიმენტებით კაცებზე აჩვენა, რომ დიაზეპამი, ქვაზეპამისაგან განსხვავებით არ იწვევს ძილს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბდ-ები ხელს უწყობენ ძილის დადგომას, უმრავლეს შემთხვევებში ისინი იწვევენ REM ძილის შემცირებას.
დემენტისა [Dement, 1974] და ძილის ნეიროფიზიოლოგიის შემსწავლელ მეცნიერთა აზრით, ბდ-ები, ისევე როგორც ბარბიტურატები ნაკლებად ეფექტურნი არიან ძილის დარღვევების სამკურნალოდ, რადგან მათი უმრავლესობა იწვევს უძილობას. ზოგიერთი კლინიკური მონაცემების თანახმად, ბდ-ები ითვლება სასურველ საძილე საშუალებად, ისინი გამოირჩევიან ნაკლები ტოქსიკურობით და კარგი კლინიკური ეფექტით. ბდ-ები ნტძ-ის ეეგ-ში იწვევენ ნელტალღოვანი აქტიურობის შემცირებას და სწრაფი ტალღების გაზრდას [Kales et al., 1970; Gaillard et al., 1973; Borbely et al., 1985; Schulz, 1991], გარდა ამისა მცირდება თეტა რიტმი და K-კომპლექსი და იზრდება თითისტარა აქტიურობა [Jalber et al., 1992]. ბდ-ები ნაკლებად მოქმედებენ აძ-ზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დარღვევაც [Nicholson, Stone, 1980]. ამგვარად, ლიტერატურაში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ერთიანი მოსაზრება ბდ-ების მნიშვნელობაზე ძილის განვითარებაში არ არსებობს. 

თვითგაღიზიანება და ძილი

ძილისა და თვითგაღიზიანების (თგ) ურთიერთობის შესწავლა საინტერესოა იმით, რომ ამ ორ მოვლენას საფუძვლად უდევს მსგავსი ნეიროფიზიოლოგიური და ნეიროფარმაკოლოგიური მოვლენები.
ცნობილია, რომ თავის ტვინში ელექტროდების ჩანერგვის მეთოდი პირველად დაინერგა შვეიცარიელი მეცნიერის ჰესის [Hess, 1924] მიერ. იგი ცდებს კატებზე ატარებდა და შეისწავლიდა ქიმიური გაღიზიანებით გამოწვეული სტრუქტურების ცვლილებებს ცხოველთა ქცევაში. მოგვიანებით დაიწყეს ექსპერიმენტები თავის ტვინის ელექტრული გაღიზიანებით. აღნიშნული მეთოდების გამოყენების და მიღებული შედეგების გამო ჰესს 1949 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. იგივე მეთოდის გამოყენებით ჯ.ოლდსი [Olds,1954] შეისწავლიდა ბადებრივი ფორმაციის როლს ცხოველთა (ვირთაგვების) ქცევაში. ექსპერიმენტატორმა შენიშნა, რომ ვირთაგვა ხშირად ჯდებოდა გალიის იმ კუთხეში, სადაც ღებულობდა გაღიზიანებას, ემჩნეოდა, რომ სიამოვნებდა გაღიზიანება. ამის შემდეგ გალიაში მოათავსეს ბერკეტი, რომელზეც თათის დაჭერით ცხოველი ღებულობდა ელექტრულ გაღიზიანებას. რაც უფრო ხშირად აჭერდა ცხოველი თათს ბერკეტს, მით უფრო ხშირად იღიზიანებდა თავს. ამგვარად, ცხოველმა სიამოვნების მიღების მიზნით დაისწავლა ბერკეტზე თათის დაჭერა და თავისით გაღიზიანება. თავის ტვინში ჩანერგილი ელექტროდების ლიკალიზაციის ჰისტოლოგიური შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ გამღიზიანებელი ელექტროდები ჩანერგილია არა ბადებრივ ფორმაციაში, არამედ ჰიპოთალამუსში. Aამგვარად, მეთოდიკაში დაშვებული უნებლიე შეცდომის შედეგად აღმოჩენილ იქნა ახალი ფენომენი, რომელიც თვითგაღიზიანების სახელით არის ცნობილი. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა თავის ტვინში ორი განსხვავებული ,,კვებისა” და ,,სექსუალური” დაჯილდოვების სისტემის გამოყოფა. მორეს მხრივ, თავის ტვინში აღმოჩენილი იქნა ისეთი უბნებიც, რომელთა ელექტრულ გაღიზიანებას ცხოველი გაურბოდა და ეს უბნები აღინიშნება, როგორც ,,დასჯის” ცენტრი. გარდა ამისა, თავის ტვინში არსებობენ ისეთი უბნებიც, რომელთა გაღიზიანება არ იწვევს ემოციურ რეაქციებს _ ე.წ. ,,ნეიტრალური” უბნები. აღნიშნული ცენტრები იმყოფება ერთსა და იმავე სტრუქტურებში 0,5 მმ დაშორებით და რეგულირდებიან ერთი და იგივე მექანიზმით. ამიტომ თვითგაღიზიანების ეფექტი დამოკიდებულია ელექტროდის ლოკალიზაციაზე სტრუქტურაში, გაღიზიანების პარამეტრებსა და ექსპერიმენტის სიტუაციაზე. ამგვარად, თავის ტვინში განიხილავენ უჯრედების 3 ტიპს: უჯრედებს, რომელთა გაღიზიანებისაკენ მიილტვიან ცხოველები (35%), უჯრედებს, რომელთა გაღიზიანებას გაურბიან (15%) და ე.წ. ნეიტრალურ უჯრედებს (60%), რომელთა გაღიზიანება არც დადებით და არც უარყოფით რეაქციებს არ იწვევს [Olds, 1954]. შვედი ჰისტოქიმიკოსების მიერ ნაჩვენები იქნა, რომ თავის ტვინის ღეროს უჯრედები დიდი რაოდენობით შეიცავენ ბიოგენურ ამინებს, რომლებიც დაკავშირებული არიან თავის ტვინის ყველა სტრუქტურასთან. მეორეს მხრივ, ნეიროფიზიოლოგიური და ნეიროფარმაკოლოგიური მონაცემების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება ნელი ძილის სეროტონინერგული და პარადოქსული ძილის ადრენერგულ ბუნებაზე [Jouvet, 1967, 1972]. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაკერის ბირთვების (სეროტონინერგული) და ლურჯი ლაქას (ადრენერგული) ნეირონების როლი ძილის და თგ-ს ფენომენის რეგულაციაში [იხ. ნანეიშვილი, 2003]. ბიოგენური ამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თგ-ის ფენომენში [Wise, Stein, 1968]. ბიოგენური ამინები, კერძოდ კი დოფამინი, აადვილებს თგ-ს. ნაჩვენებია, რომ დოფამინის ბლოკატორები აუარესებენ თგ-ს, ხოლო მისი აგონისტები (ამფეტამინი, კოკაინი) იწვევენ თგ-ს სიხშირის გაზრდას [იხ. ნანეიშვილი, 2003].
რაც შეეხება თგ-ის გავლენას ძილზე, იგი ნაკლებად არის შესწავლილი. ამ მხრივ საინტერესოა როტენბერგის [Rotenberg, 2000] მონაცემები, რომელიც შეეხება სხვადასხვა სახის სტრესით და მათ შორის თგ-ით გამოწვეული სტრესის გავლენას ძილზე, რომელზეც დეტალურად შევჩერდებით ჩვენს მიერ მიღებული შედეგების განხილვისას.
ლიტერატურაში უმთავრესად ცნობილია მონაცემები თგ-ს გავლენის თაობაზე პძდ-ით გამოწვეულ ცვლილებებზე. ასე მაგალითად, ცნობილია [Siegel-gordon, 1965; Vimot-vicary et al., 1966; Dement, 1974] რომ პძდ, პოსტდეპრივაციულ პერიოდში იწვევს პარადოქსული ძილის მკვეთრ გაზრდას (რებაუნდს), მაშინ როცა პძდ-ის ფონზე თგ-ის შემდეგ პძ მცირდება [Steiner, Ellman, 1972]. Gარდა ამისა, პძდ იწვევს თგ-ს ზღურბლის შემცირებას და თგ-ს რეაქციის გახშირებას [Ellman, Steiner, 1969; Ковальзов, Цибульский, 1978].

ზოგადი ცნობები ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ

ძილის ფენომენის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს, არამედ იმიტომაც, რომ ძილის არსის გაგების გარეშე შეუძლებელია ღვიძილში მიმდინარე პროცესების სრულყოფილი შეფასება.
მიუხედავად იმისა, რომ ძილის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს და ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მისი ნეიროფიზიოლო-გიური მექანიზმების შესწავლა, ამომწურავი პასუხი კითხვაზე _ თუ რატომ გვძინავს და რა არის ძილის ფუნქცია, დღემდე დაუდგენელია.
ძილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის და ცხოველის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომაც, ძილი, მისი წარმოშობის მიზეზები და მიმდინარეობა უხსოვარი დროიდანვე აინტერესებდათ ადამიანებს. ჯერ კიდევ IV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიერ გამოთქმული იყო მოსაზრება ძილის დადგომის მიზეზების თაობაზე, მაგრამ ამ ფენომენის მეცნიერული შესწავლა დაიწყო მეოცე საუკუნის დასაწყისში [Pieron, 1913; Van Economo, 1918; Hess, 1924; Павлов, 1928.]. ფრანგმა ფიზიოლოგმა Pპიერონმა [Pieron, 1913] აღწერა ძილის ქცევითი და ფიზიოლოგიური მახასიათებლები: უმოძრაობა, კუნთების ტონუსის შემცირება, პერიოდულობა და განსაკუთრებული პოზა. გამოღვიძება შეიძლება სხვადასხვა გამღიზიანებლებით.
პროგრესი ძილის ფიზიოლოგიის შესწავლაში დაკავშირებულია ელექტრონიკის განვითარებასთან, როდესაც ძილის კლასიკური ქცევითი რეგისტრაციის პარალელურად, ადამიანებზე შესაძლებელი გახდა თავის ტვინის ელექტრული აქტიურობის ჩაწერა. Pპირველად, 1929 წელს, ბერგერმა [Berger, 1929] აჩვენა, რომ ღვიძილის დროს თავის ტვინის ელექტრულ აქტიურობაში აღირიცხება დაბალამპლიტუდიანი სწრაფი რხევები (დესინქრონიზაცია), ხოლო ძილის შემთხვევაში – მაღალამპლიტუდიანი ნელი რხევები (სინქრონიზაცია). Mმოგვიანებით, 1936 წელს, ნაჩვენები იქნა, რომ ძილის მიმდინარეობისას შეიმჩნევა პერიოდები, როცა სინქრონული ელექტრული აქტიურობა იცვლება დესინქრონული ელექტრული აქტიურობით [Derbyshire et.al., 1936]. A ამგვარად, გამოითქვა მოსაზრება ძილის არაერთგვაროვანი ბუნების შესახებ. 1953 წელს კი გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების _ აზერინსკისა და კლეიტმანის [Azerinsky, Kleitman, 1953] სტატია, რომელიც სამართლიანად ითვლება შემობრუნების პუნქტად ძილის ნეიროფიზიოლოგიის შესწავლაში. ამ მკვლევარების მიერ ნაჩვენები იყო, რომ ძილი ჰეტეროგენური ბუნებისაა და ადამიანების ძილში გამოყოფილ იქნა ახალი ფაზა ქერქის დესინქრონიზებული ელექტრული აქტიურობით და თვალის სწრაფი მოძრაობით _ ე. წ. REM ძილი, რომელიც შეესაბამება სიზმრიან ძილს. საჭიროა აღინიშნოს, რომ 1950 წელს, ქართველი ფიზიოლოგის ლევან ცქიფურიძის [Цкипуридзе, 1950] მიერ კატებზე ჩატარებული ცდებით ნაჩვენები იყო, რომ ძილის დროს კატის თავის ტვინის ელექტრულ აქტიურობაში მონაცვლეობდა სინქრონული და დესინქრონული აქტიურობა. ავტორმა დეტალურად აღწერა ის სომატური რეაქციები, ცალკეული კუნთების შეკრთომა, ულვაშებისა და ყურების მოძრაობები, გაძლიერებული სუნთქვა, რაც დამახასიათებელია ძილის დესინქრონული ფაზისათვის. ამიტომაც, ლევან ცქიფურიძემ ძილის ამ ფაზას უწოდა მოუსვენარი ფაზა, რაც, თავის მხრივ, სიზმრის ანალოგს უნდა წარმოადგენდეს ცხოველებში. სამწუხაროდ, ეს შრომა ყურადღების გარეშე დარჩა ამ დარგში მომუშავე მკვლევართათვის. მოგვიანებით ძილის იგივე სურათი კატებზე აღწერა ამერიკელმა მეცნიერმა დემენტმა [Dement, 1958].
ძილ-ღვიძილის ფაზების გამშვები მექანიზმების შესწავლის მიზნით განსაკუთრებით საინტერესოა თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების ელექტრული გაღიზიანებით და დაზიანებით მიღებული მონაცემები.
ჯერ კიდევ ჰესის მიერ [Hess 1929;1953] ნაჩვენები იქნა, რომ თალამუსის ელექტრული გაღიზიანება იწვევს ძილს. თალამუსის წამყვანი როლი ძილის გამოწვევაში ნაჩვენები იქნა სხვა მკვლევარების მიერაც [Parmeggiani, 1962; Hosli, Monnier, 1965; Koelle, 1973]. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორუცისა და მეგუნის [Moruzzi, Magoun, 1949; Moruzzi, 1964] ექსპერიმენტები; ნაჩვენები იქნა, რომ ბადებრივი ფორმაციის სხვადასხვა უბნის ელექტრული გაღიზიანება იწვევს ელექტრული აქტიურობის სინქრონიზაციას და დესინქრონიზაციას. ამ მხრივ საინტერესოა ს. ნარიკაშვილის ლაბორატორიაში მიღებული შედეგებიც [Нарикашвили, 1950; Нарикашвили и др; 1965]. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული გამოკვლევებით შესწავლილი იქნა თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურები (ტვინის ღერო, სოლიტარული ტრაქტი, ბადებრივი ფორმაცია, ჰიპოთალამუსი, ლიმბური წრე, პრეოპტიკური ზონა), რომლებიც მონაწილეობენ თავის ტვინის სინქრონული და დესინქრონული აქტიურობის განვითარებაში. [Faval et.al., 1961; Magnes et.al., 1961; Rossi, 1962; Clement, Sterman, 1963, 1967 ].
ძილ-ღვიძილის ციკლში სხვადასხვა სტრუქტურების როლზე მიუთითებენ ექსპერიმენტები თავის ტვინის სტრუქტურების დაზიანებითაც. პირველად ეკონომომ [Ekonomo, 1930] კლინიკური მონაცემების საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ღვიძილის ცენტრი უნდა მდებარეობდეს უკანა, ხოლო ძილის ცენტრი – წინა ჰიპოთალამუსში. შემდგომში ბრემერის [Bremer, 1936,1960] მიერ ტვინის ღეროს სხვადასხვა დონეზე გადაჭრის ექსპერიმენტებით განსაზღვრული იქნა სტრუქტურები, რომლებიც იწვევენ ელექტრული აქტიურობის სინქრონიზაციას და დესინქრონიზაციას. მოგვიანებით კატებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გამოირკვა, რომ ჰიპოთალამუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქცევითი ღვიძილის, ხოლო ბადებრივი ფორმაცია _ ღვიძილის ელექტროგრაფიული სურათის ჩამოყალიბებაში. [Feldman, Walter 1962; Hobson, 1965]. თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების ელექტრული გაღიზიანებით და დაზიანების მეთოდით დადგენილი იქნა სპეციფიკური სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ღვიძილისა და ძილის სხვადასხვა ფაზების ჩართვაში [ Jouvet, 1961, 1967, 1972; Morrison, 1973 ].
ძილის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევაში დიდი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების ელექტრული აქტიურობის შესწავლას ძილ-ღვიძილის ციკლში. პარადოქსული ძილისათვის დამახასიათებელია ჰიპოკამპის ელექტრული აქტიურობა. [ Jouvet et al., 1965; Ониани и др., 1970 ]. ამ ფენომენის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთის მხრივ, პარადოქსული ძილის, ხოლო მეორეს მხრივ, თვით ჰიპოკამპის თეტა-რიტმის ფუნქციისა და ბუნების გარკვევაში. ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება ჰიპოკამპის ფუნქციის თაობაზე, მას განიხილავენ გამოღვიძების ( arousal ) [Green, Arduini, 1954], საორიენტაციო რეაქციის [Grastyan et al., 1963], ემოციური მდგომარეობის [Ониани, 1972; Ониани и др., 1972; Konorski et al., 1968 ], დასწავლის [Adey, Dunlop, Hendrix ,1960] და ბოლოს, უნებლიე მოძრაობების კორელატად [ Whishow, Vanderwof, 1970 ]. გარდა ამისა, ჰიპოკამპის თეტა–რიტმი ითვლება პარადოქსული ძილის ეეგ – კორელატად. [Jouvet, 1959, Parmeggiani, 1967, Ониани и др., 1970].
გარდა სუმარული ელექტრული აქტიურობისა, შეისწავლება ცალკეული ნეირონების აქტიურობა ძილ–ღვიძილის ციკლში. შეიქმნა განსაზღვრული წარმოდგენა ღვიძილსა და ძილში ცალკეული ნეირონების ელექტრული აქტიურობის დინამიკის შესახებ. აღმოჩნდა, რომ აქტიური ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს მსგავსი ელექტრული აქტიურობა აღირიცხება ჰიპოთალამუსში [Mink et al., 1967; Jacobs et al., 1970; ], ნუშისებრ ბირთვში [Noda et al., 1969; Jacobs, 1971; Olmsted et al., 1973 ], თალამუსსა და ახალ ქერქში [Parmeggiani, Franzin, 1973] და დორსალურ ჰიპოკამპში [Mink et al., 1967; Noda et al., 1969; Olmstead et al., 1973; Oniani et al., 1978]. თ. ონიანის თანამშრომლების [Ониани, 1980] მიერ გამოყოფილი იქნა ორი სისტემა: მასინქრონი-ზებელი, რომელიც არეგულირებს ნელტალღოვან ძილს და მადესინქრონიზებელი, რომლითაც ჩაირთვება ემოციური ღვიძილი და პარადოქსული ძილის ემოციური სტადია. ამგვარად, ნეირონული რეგისტრაციით მიღებული შედეგები ამდიდრებენ სუმარული ელექტრული აქტიურობით მიღებულ მონაცემებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევაში.
კატებში ძილ–ღვიძილის ციკლში თავის ტვინის ელექტრული აქტიურობის შესწავლის საფუძველზე ნელტალღოვანი ძილი (ნტძ) დაყოფილ იქნა ორ სტადიად – ზედაპირულ და ღრმა ნელ ძილად [Hess et al., 1953 ]. ადამიანის ძილის კლასიფიკაციაში გამოყოფენ 5 სტადიას. ამათგან 4 მიეკუთვნება ნელტალღოვან (non–Rem ძილი), ხოლო მეხუთე _ პარადოქსულ ძილს (Rem ძილი) [Rechtschatffen, Kales, 1969]. ცხოველებში ძილ-ღვიძილის ციკლის ეეგ შესწავლისას გამოყოფილი იქნა ნელტალღოვანი ძილიდან პარადოქსულ ძილში გარდამავალი სტადია, რომლისთვის დამახასიათებელია ახალი ქერქისა და ჰიპოკამპის ელექტრული აქტიურობის დესინქრონიზაცია [Naquet ,Lairy, 1973; Salzarulo, 1973]
ძილ–ღვიძილის ციკლში გამოიყო სამი ძირითადი მდგომარეობა: ღვიძილი, ნელტალღოვანი ძილი და ძილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღვიძილის მდგომარეობის მსგავსი დესინქრონიზებული ელექტრული აქტიურობა, რის გამოც მას უწოდებენ პარადოქსულ ძილს [ Dement et al., 1958; Jouvet, Micheo, 1959; Jouvet, 1967; Oniani et al., 1970 ].
თავის ტვინის ელექტრული აქტიურობის შესწავლის საფუძველზე დემენტის [ Dement, 1969 ] მიერ პარადოქსული ძილის ეეგ კორელატები დაყოფილ იქნა ტონურ და ფაზურ კომპონენტებად. ტონურ კომპონენტებს მიეკუთვნება ახალი ქერქის ელექტრული აქტიურობის დესინქრონიზაცია და ჰიპოკამპში _ თეტა-რიტმი, ხოლო ფაზურ კომპონენტებს წარმოადგენს პონტო-გენიკულო-ოქციპიტალური (პგო) ჯგუფური განმუხტვები და თვალების სწრაფი მოძრაობა [Brooks, 1963; Brooks, 1967], მაგრამ პარადოქსული ძილის ეეგ კორელატების მსგავსი დაყოფა იწვევს კამათს, განსკუთრებით ტონურ კომპონენტებთან მიმართებაში. კერძოდ, პძ ეეგ კორელატების შესწავლისას თ. ონიანის ლაბორატორიაში [Ониани и др. 1973; Ониани, 1980] ნაჩვენები იქნა, რომ ელექტრონეოკორტიკოგრამა და ელექტროჰიპოკამპოგრამა განიცდიან კანონზომიერ ცვლილებას. სწორედ ამ ცვლილებებისა და სომატოვეგეტატიური ძვრების მიხედვით პარადოქსული ძილი დაყოფილ იქნა 3 სტადიად: 1. ნელტალღოვანი ძილიდან პარადოქსულ ძილში გარდამავალი სტადია, როცა ახალ ქერქსა და ჰიპოკამპში აღირიცხება დესინქრონიზებული ელექტრული აქტიურობა, 2. ჰიპოკამპის თეტა – რიტმის პრევარილების სტადია, როცა ჰიპოკამპში აღირიცხება თეტა–რიტმი, ხოლო ახალ ქერქში დესინქრონიზებული ელექტრული აქტიურობა (ემოციური ფაზა). და ბოლოს, 3. ჰიპოკამპის თეტა–რიტმის შემცირება და ახალ ქერქში ალფა რიტმის აღმოცენება (არა ემოციური სტადია). გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ მეორე სტადია უნდა შეესაბამებოდეს ბიოლოგიური მოთხოვნილების აღმოცენებას, ხოლო მესამე სტადია უნდა ასახავდეს მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმიტაციას. ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ პარადოქსული ძილის დროს თავის ტვინის მოტივაციურ–ემოციური ცენტრები მუშაობენ ისევე კოორდინირებულად, როგორც ღვიძილის დროს. გარდა ამისა, ძილ-ღვიძილის ციკლში ნეო- და არქიპალეოკორტექსის ელექტრული აქტიურობის დინამიკის შესწავლისას შეიძლება გამოყოფილ იქნას ღვიძილის ორი სახე: ელექტროენცეფალოგრამული (ეეგ) და ქცევითი ღვიძილი. კატებზე ჩატარებული ცდებით ნაჩვენები იყო, რომ ეეგ ღვიძილის მექანიზმი ლოკალიზებული უნდა იყოს მეზენცეფალურ ბადებრივ წარმონაქმნში, ქცევითი ღვიძილის ცენტრი კი _ უკანა ჰიპოთალამუსში [Feldman, Walter, 1969; Hobson, 1965; Ониани, 1976,]. თავის მხრივ პარადოქსული ძილი წარმოადგენს იზოლირებულ ეეგ ღვიძილს ქცევითი ღვიძილის გარეშე. ამ დროს აღირიცხება ძლიერი თეტა-რიტმი, რომლის დროსაც აგზნებულია უკანა ჰიპოთალამუსი, მაგრამ სპინალური რეფლექსების ძლიერი შეკავების გამო ცხოველი არ იღვიძებს. [Pampeiaro, 1965]. ამგვარად, თავის ტვინის ემოციური აგზნებადობა შესაძლებელია როგორც ქცევითი ღვიძილის დროს, ისე მის გარეშეც. [Ониани ,1976].
ზემოთმოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ძილ-ღვიძილის ციკლის განვითარება და რეგულირება განპირობებულია თავის ტვინის სპეციფიკური სტრუქტურების აქტიური მონაწილეობით. მეორეს მხრივ, დაგროვდა საკმაოდ სოლიდური მონაცემები, რომელთა თანახმადაც ძილ-ღვიძილის ციკლის გენეზისში მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს ქიმიური ნივთიერებები. ამგვარად, საფუძველი ჩაეყარა ძილის მონოამინერგულ თეორიას.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში თავის ტვინის ღეროში აღმოჩენილ იქნა ბიოგენური ამინების შემცველი ნეირონები, რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულია ნაკერის ბირთვების და ლურჯი ლაქის კომპლექსში. ნაკერის ბირთვების ნეირონები ძირითადად შიცავენ სეროტონინერგულ, ხოლო ლურჯი ლაქა კი _ ადრენერგულ ნეირონებს. აღნიშნული მონაცემებისა და თავის ტვინის ცალკეული სტრუქტურების ელექტროფიზიოლოგიური (ელექტრული გაღიზიანებით ან დაზიანებით) და ფარმაკოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე ჟუვეს [Jouvet 1967, 1969] მიერ მოწოდებულ იქნა ჰიპოთეზა ნელტალღოვანი ძილის სეროტონინერგული და პარადოქსული ძილის ნორადრენერგული ბუნების შესახებ. ჟუვეს მიხედვით [Jouvet 1967,1969], ძუძუმწოვართა ძილ-ღვიძილის ციკლს საფუძვლად უნდა ედოს რთული ციკლური ბიოქიმიური გარდაქმნები.
საინტერესო მონაცემები ღვიძილისა და ძილის მექანიზმების თაობაზე მოცემულია სიგელის [Siegel, 2004] ბოლოდროინდელ მიმოხილვით სტატიაში, რომლის მიხედვით ღვიძილის (arousal) სისტემა მოიცავს ორ – პედიკულო-პონტინ-ტეგმენტალურ და ლატერო-დორსალ-ტეგმენტალურ ბირთვებს, რომლებიც გაერთიანებულია პერიბრაქიალურ ბირთვში. იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით შესწავლისას ნაჩვენები იქნა, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს აცეტილქოლინის მასინთეზირებელ ნეირონებს [Jonet, Beaudet 1987], რომლებიც წარმოადგენენ მთავარ აღმავალ arousal-სისტემას. თავის მხრივ, პერიბრაქიალური ნეირონები ქერქს უკავშირდებიან ორი – დორსალური და ვენტრალური გზით. დორსალური გზა ქერქს უკავშირდება თალამუსის არასპეციფიკური ბირთვების დიფუზური სისტემით, რომელთა ტერმინალები გამოყოფენ გლუტამატს _ ამაგზნებელ ამინომჟავურ ტრანსმიტერს, ხოლო ვენტრალური გზა გაივლის ბადებრივ წარმონაქმნს და შემდეგ უერთდება უკანა ჰიპოთალამუსს. უკანა ჰიპოთალამუსიდან აფერენტები მიემართებიან მთელი ქერქისაკენ და გამოყოფს ჰისტამინს, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ამაგზნებელ ფაქტორს arousal-სისტემისათვის. გარდა ამისა, ჰიპოთალამუსში ნანახია ორექსინის ანუ ჰიპოკრეატინის შემცველი ნეირონები, რომლებიც აგრეთვე პროეცირდებიან ქერქში და წარმოადგენენ arousal-სისტემის ძლიერ ამაგზნებელ საშუალებას.
ნელტალღოვანი ძილის გამოწვევის მიზეზი უნდა იყოს arousal– სისტემის დათრგუნვა. წინა ტვინის ბაზალური უჯრედები, გარდა arousal – სისტემის ამაგზნებელი აცეტილქოლინერგული უჯრედებისა, შეიცავენ გამაამინოერბომჟავურ (გაემერგულ) ნეირონებს. მათ მიერ გამოყოფილი გაემ აკავებს ჰიპოთალამუსის ჰისტამინურ ნეირონებს, რაც ქერქის დონეზე იწვევს შეკავებას. გარდა ამისა, გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმად ორგანიზმში მყოფი ენდოგენური ადენოზინტრიფოსფორმჟავა ააქტიურებს გაემ-ს და ამით ხელს უნდა უწყობდეს ძილის დადგომას.
პარადოქსული ძილის ჩართვა-გამორთვა განპირობებული უნდა იყოს მეზენცეფალურ ტვინის ღეროში მდებარე პერიბრაქიალური ბირთვების ქოლინერგული ნეირონების აქტივაციის გაზრდით. იგივე მექანიზმებით უნდა ხორციელდებოდეს ქერქისა და ლიმბური სისტემის აქტივაცია პარადოქსული ძილის დროს. პარადოქსული ძილის შეწყვეტა და მისი გადასვლა ნელტალღოვან ძილში გამოწვეული უნდა იყოს ლურჯი ლაქისა და ნაკერის ბირთვების აქტივაციით, რომლებიც გამოჰყოფენ ნორეპინეფრინსა და სეროტონინს. შესაბამისად, ეს ამინერგული ტრანსმიტერები შემაკავებლად მოქმედებენ პერიბრაქიალური ნეირონების ქოლინერგულ ნეირონებზე და ამგვარად იწვევენ პარადოქსული ძილის შეწყვეტას. პარადოქსული ძილის ჩართვასა და გამორთვაში უნდა მონაწილეობდნენ გლუტამატისა და გაემ-ის შემცველი ინტერნეირონები. გარდა ამისა, პარადოქსული ძილის დროს ქერქის აქტივაცია და კუნთების ატონია უნდა ხორცი-ელდებოდეს ტვინის სხვა სტრუქტურების და ნეიროტრანსმიტერების მონაწილეობით.

Thursday, May 17, 2012

ძილი და სტრესი

ძილი და ღვიძილი იმდენად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა სიფხიზლეში დამოკიდებულია წინამორბედ ძილზე და პირიქით. ძილი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, რომლებიც ღვიძილის დროს მუდმივად მოქმედებენ ორგანიზმზე. იმ გამღიზიანებლებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილ-ღვიძილის ციკლზე, აღსანიშნავია სხვადასხვა სახის სტრესოგენური ფაქტორები. ტერმინი ,,სტრესი” ბიოლოგიაში 1936 წელს შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანს სელიემ [Селъе, 1982; იხ. ნანეიშვილი, 2003]. ეს ტერმინი გეოლოგიიდან არის აღებული და დედამიწის პლასტებს შორის დაძაბულობას გამოხატავს, ხოლო ბიოლოგიაში და მედიცინაში შეესაბამება ორგანიზმის დაძაბულობას და სტრესულ მდგომარეობას. ხშირად სტრესულ მდგომარეობას არაკორექტულად აფასებენ და მას ორგანიზმისათვის საზიანო მოვლენად თვლიან. სელიეს მიხედვით კი _ სტრესი წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეაქციას გარეგან გამღიზიანებელზე. ამგვარად, სტრესი არის ორგანიზმის ადაპტაციური (შეგუებით-თავდაცვითი) ხასიათის რეაქცია.
სტრესის გამომწვევ გამღიზიანებლებს «სტრესფაქტორებს» ანუ «სტრესორებს» უწოდებენ. სტრესფაქტორები შეიძლება იყოს ინფექციის გამომწვევი აგენტები, მკვეთრად გამოკვეთილი სიცივე ან სიცხე, ჰიპოქსია, ნარკოზი, ტრავმები და ყოველგვარი გამღიზიანებელი, მათ შორის «კონფლიქტი», რომლებიც ძლიერ ემოციებს აღძრავს. აღსანიშნავია, რომ ყოველი ინდივიდი ხასიათდება სტრესული . სიტუაციებისადმი შეგუების მისთვის დამახასიათებელი ზღურბლით და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობით [ნანეიშვილი, 2003].
სტრესს თან ახლავს მორფოლოგიური ცვლილებები, ე.წ. სელიეს ტრიადა [Селье, 1960]: 1. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მნიშვნელოვანი ზრდა. 2. თიმუს-ლიმფური სისტემის მწვავე ინვოლუცია. 3. კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულის განვითარება.
სელიეს მიხედვით,სტრესის დროს ორგანიზმში ვითარდება სამი თანმიმდევრული სტადია: 1. განგაშის სტადია 2. ადაპტაციის ანუ რეზისტენტობის სტადია 3. განლევა-გამოფიტვის სტადია. სამივე სტადიის განვითარებას განსაზღვრავს ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე პროცესები, Kკერძოდ, სტრესფაქტორების ზემოქმედება. ლიმბური სისტემიდან ჰიპოთალამუსზე პროეცირებული ქოლინერგული და სეროტონინერგული ნერვული ბოჭკოების აგზნების შედეგად აქტივდება ჰიპოთალამუსის ჰიპოფიზოტროპული ზონის ნეირონები, რის გამოც, ამ უკანასკნელთა ნერვული დაბოლოებებიდან გამოთავისუფლდება კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი, რომელიც სისხლის საშუალებით აღწევს ადენოჰიპოფიზამდე. აქ მისი გავლენით ხდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოთავისუფლება, რომელიც ასევე სისხლის საშუალებით მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე. ამ ტროპული ჰორმონის ზეგავლენით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან გათავისუფლდება კორტიკოიდები (მინერალკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები), ხოლო ტვინოვანი ნივთიერებიდან - ადრენალინი. სტრესის დროს ენდოკრინული სისტემის ეფექტებს თან ერთვის სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივება და, აგრეთვე, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. სისხლში ადრენალინის სიჭარბე იწვევს გულისცემის სიხშირის ზრდას (ტაქიკარდია), სუნთქვის გახშირებას, არტერიული წნევის მატებას და ა. შ. აღნიშნული ვეგეტატიური ცვლილებები აღიქმება ადამიანის მიერ და შფოთვას აღძრავს. ემოციური რეაქციები ყოველთვის იწვევს ჰიპოთალამუსის გააქტივებას, რასაც თან სდევს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გათავისუფლება და კორტიკოიდების სიჭარბე [იხ. ნანეიშვილი, 2003].
ძილი, ისევე როგორც ღვიძილი,წარმოადგენს თავის ტვინის მოქმედების ორგანიზებულ ფორმას, რომელსაც საფუძვლად უდევს რთული ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები. ღვიძილი და ძილი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით [Dement, 1958; Jouvet, 1964; Oniani, 1970]. ამიტომ ნებისმიერი შინაგანი თუ გარეგანი გამღიზიანებელი, რომელიც ორგანიზმში იწვევს სპეციფიკურ თუ არასპეციფიკურ ძვრებს, გავლენას ახდენს ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ძილ-ღვიძილის ციკლზე მოქმედ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახის ემოციური და სტრესული რეაქციები, აგრეთვე ფსიქიკური დაავადებები.
სტრესისა და ძილის, კერძოდ კი, პარადოქსული ძილის ურთიერთკავშირზე მიუთითებენ კლინიკური მონაცემები, რომელთა თანახმად, სტრესული ფილმის ნახვას თან სდევს ემოციური სიზმრები, რის საფუძველზეც გამოთქმულია მოსაზრება, ემოციური ღვიძილისა და პარადოქსული ძილის საერთო ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების თაობაზე [Goodenough, Witkin, 1975]. ამ თვალსაზრისით საინტერესოა აგრეთვე პარადოქსული ძილის დეპრივაციით მიღებული შედეგები, რაც იწვევს ორგანიზმის ადაპტაციური თვისებების გაუარესებას სხვადასხვა გამღიზიანებლის საპასუხოდ [Greenberg et al., 1972]. შეისწავლიდა რა ძილ-ღვიძილის ციკლს ენდოგენური დეპრესიით დაავადებულ ადამიანებში, ვოგელი [Vogel, 1973] მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დეპრესიის ეს სახე გამოწვეული იყო ჰიპერემოციური სიზმრებით, რასაც თან მოჰყვებოდა ღვიძილში დეპრესიული მდგომარეობა. ამიტომ ვოგელი ამ ავადმყოფებს მედიკამენტოზურად უწვევდა პარადოქსული ძილის დეპრივაციას, რის შედეგადაც ხდებოდა ღვიძილის გაუმჯობესება.
ძილსა და სტრესს შორის ურთიერთკავშირის შესწავლისას მიღებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები. ავტორთა ერთი ჯგუფის აზრით, ემოციები და სტრესები უპირატესად უნდა მოქმედებდნენ პარადოქსულ ძილზე, რაც გამოიხატება მის გაზრდასა ან შემცირებაში [Латаш 1975, Аршавский, Ротенберг 1978].
იაპონელი მეცნიერი კავაკამი [Kawakami et al., 1965] ბოცვრებზე შეისწავლიდა იმობილიზაციური სტრესის და უძილობის გავლენას ძილ-ღვიძილის ციკლზე. ნაჩვენები იქნა, რომ 6 საათიანი სტრესი იწვევს შერჩევით პარადოქსული ძილის ბლოკირებას, მაშინ როცა 12 და 24 საათიანი უძილობის შემდეგ პძ იზრდება. ამის მიზეზად ავტორები თვლიან სტრესული მექანიზმის ჩართვას, კერძოდ კი, ადენოკორტიკოჰორმონის გამოყოფას. მაგრამ ზედიზედ 6 დღის განმავლობაში იგივე იმობილიზაცია აღარ იწვევს პარადოქსული ძილის  ბლოკირებას და თანდათან ხდება მისი აღდგენა ნორმამდე. ამ მოვლენას ავტორები ხსნიან ორგანიზმის ადაპტაციით სტრესის მიმართ.
ამგვარად, ძილსა და სტრესს შორის ურთიერთობის შესწავლისას ირკვევა, რომ მიღებული შედეგები არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია სტრესის სახეობასა და კვლევის ობიექტზე.